ტანძიის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა- დირექტორი თამაზ ბერიანი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებს
19-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
დირექტორის, თამაზ ბერიანის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.
სკოლას წელს თორმეტი კურსდამთავრებული ჰყავს, აქედან ორი კურსდამთავრებული ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ბერიანი აბიტურიენტებს უსურვებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას და ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის წარმატებით დამთავრებას.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება ხვალ, 20 ივლისს.