გორელოვკის N3 სკოლის 4 კურსდამთავრებულიდან ოთხივე აბიტურიენტია - დირექტორი ეკატერინა სუდაძე მათ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსურვებს
19-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დაასრულა.
სკოლაში, მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
დირექტორის, ეკატერინა სუდაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოა შექმნილი, რადგან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.
სკოლას, წელს ოთხი კურსდამთავრებული ჰყავს და ოთხივე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არიან დარეგისტრირებულნი.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინა სუდაძე კურსდამთავრებულებს უსურვებს გამოცდების წარმატებით დასრულებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 1 ივლისს და დასრულდება ხვალ, 20 ივლისს.