მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის სკოლის მე-2 კლასში ქართულ ენასა და სპორტში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემიდან - „სხეულის ნაწილების ჩხუბი“ გამომდინარე, მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს ცხოვრების ჯანსაღ წესებზე.
საინფორმაციო სლაიდის საშუალებით მიიღეს დამატებითი ინფორმაცია თუ რა უნდა გაითვალისწინონ ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლას, პირადი ჰიგიენის დაცვას, ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს და ა.შ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში.
გაკვეთილის ბოლოს ცეკვაც შეასრულეს მსუბუქი მოძრაობებით და ძალიანაც იხალისეს!
კომპლექსურ დავალებად მიეცათ: - „ინსტრუქციის შექმნა სათანადო ილუსტრაციით“.
გაკვეთილს მასწავლებლები - შორენა ოჩხიკიძე და ნადეჟდა ქართველიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები