სიახლეები
პიროვნება

„ერთი იდუმალი ოცნება მაქვს, მინდა სოფელში ისეთი სკოლა გვქონდეს, ბავშვებს თავი ზღაპარში ეგონოთ“-შორენა აკოფაშვილი, ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა აკოფაშვილი გახლავთ.

- წარმატება არის. . .

- წარმატება დაუღალავი შრომისა და დიდი ნებისყოფის ნაყოფია... წარმატება ერთ და ორ დღეში ვერ მოვა, ამას შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრების ნახევარიც კი დასჭირდეს, მთავარია არ დაიღალო და ხელი არ ჩაიქნიო! წარმატება პირველ რიგში ოცნება და დასახული მიზანია, რისთვისაც უნდა იბრძოლო. იბრძოლო ისე, როგორც არასდროს და არაფრისთვის! და მაინც არავის ეგონოს, რომ წარმატება ეს მხოლოდ კარგი კარიერა და ბევრი ფულია, არა!! ადამიანი სინამდვილეში მაშინ არის წარმატებული, როცა დასახული მიზნის მიღწევის გარდა სახელსა და დიდ სიყვარულსაც მოიხვეჭს. ზუსტად ამისათვის უნდა იბრძოლო დაუღალავად!! ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მტრები არ გაიჩინო და რაც მთავარია დარჩე ხალხისთვის სამაგალითო და საყვარელ წარმატებულ ადამიანად!

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .

- როცა სკოლაში შევდივარ, მახსენდება თუ რამდენი შრომა ჩავდე მასში, რამდენი რამ გავაკეთე. სკოლიდან გამოსვლისას კი ვგრძნობ რამდენი რამ მაქვს კიდევ გასაკეთებელი და თითქოს ვჩქარობ, თითქოს მეშინია ვაი თუ ვერ მოვასწრო...ვაი თუ რაღაც დავაკლო.... არა და გასაკეთებელი ბევრია! სკოლა ის ადგილია სადაც პასუხისმგებელი ვარ, როგორც დირექტორი თითოეულ მტვრის ნაწილაკზეც კი! სულ ვგრძნობ, თუ რამდენად მოვალე ვარ ვიყო მართალი პირველ რიგში საკუთარ თავთან მერე კი ყველასთან.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .

- მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი თინა კოპაძე. ძალიან თბილი და მოსიყვარულე პიროვნება იყო ყველას მიმართ. არასოდეს აუწევდა ხმის ტონს, მაგრამ მაინც ჰქონდა თავისებური საბჭოური სიმკაცრე. დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა ეს მთავარი იყო რასაც გვასწავლიდა. სამართლიანობის კი თავად იყო ბრწყინვალე მაგალითი.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ვიყავი რა თქმა უნდა  ბეჯითი და შრომისმოყვარე. ერთი რამ გამომარჩევდა ალბათ სხვებისგან, სწავლაში „შურიანი“ ვიყავი. ვერ გადავიტანდი თუ ვინმეს რამე ჩემზე კარგად ეცოდინებოდა ან თუ ვინმეზე ნაკლებ შეფასებას მივიღებდი. ამაყიც ვიყავი რაღაც მხრივ. არასოდეს მივცემდი თავს უფლებას დავალება ან დამოუკიდებელი სამუშაო ვინმესგან გადამეწერა, ვინაიდან ეს ჩემთვის უდიდეს დამცირებად მიმაჩნდა რატომღაც, მაგრამ სხვებს ვეხმარებოდი. მომწონდა ეს შეგრძნება როცა შენ გეკითხებიან და არა პირიქით... პატარაობიდან მემჩნეოდა რომ პირველობა და ლიდერობა მიზიდავდა. ალბათ ამან განაპირობა დღეს ჩემი დირექტორობაც.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- გაგიკვირდებათ და ჩემი სამაგიდო წიგნი სახარებაა. ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყო ამ ქვეყანაზე, უფალი მაინც ყველაზე წინ დგას და ღვთის რწმენა და შიში  კი ადამიანობის, სინდისის, სამართლიანობისა და უდიდესი სიყვარულის ერთად-ერთი საწინდარია.

- ზაფხულში ვცდილობ. . .

- მაქსიმალურად კარგად მოვემზადო მომავალი სასწავლო წლისთვის. ყოველთვის გარემონტებული და გაპრიალებული უნდა დახვდეთ მოსწავლეებს თავიანთი  სკოლა. ერთი იდუმალი ოცნება მაქვს, მინდა ისეთი სკოლა გვქონდეს სოფელში, რომ ბავშვებს თავი ზღაპარში ეგონოთ. ეს ჩემი დიდი ოცნებაა.. იმედია ოდესმე ამისრულდება.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- გულს ნუ გაიტეხ, ყველაფერი კარგად იქნება!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება