მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი კობახიძე პასუხობს.
- წარმატება არის...
- თანამოაზრეების გუნდის შექმნა და ოცნების ასრულება. გუნდში ვგულისხმობ პედაგოგებს, მშობლებს, თემის წარმომადგენლებს. ოცნებაში კი მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებებს და ახალი სკოლის აშენებას.
- ჩემი სკოლა მახსენებს...
- ოჯახს, სადაც ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს გააძლიეროს იგი. მის წევრებს მუდამ ახსოვთ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „ჰეი შენ პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობოს დიდი მდინარის პირას გაზრდილთა“
- ჩემი პირველი მასწავლებელი...
- პატარა, სათნო, დაუღალავი, მზრუნველი,მოსიყვარულე მოხუცი ქალბატონი. დასვენებაზე ზურგით მდგომმაც კი იცოდა რას ვაკეთებდით.
- მოსწავლე რომ ვიყავი...
- ვხედავდი მამას(ფიზიკის მასწავლებელი,შემდგომში სკოლის დირექტორი) და მიკვირდა რატომ კითხულობდა ყოველდღე წიგნს. წლების შემდეგ მივხვდი, რომ თვითგანვითარებისთვის ეს საჭირო იყო, თუმცა არავინ აძალებდა.
დღეს მასწავლებლის თვითგანვითარება აუცილებელია. წიგნიც საჭიროა და კომპიუტერიც.
თუ გინდა განვითარდე, წარმატებული იყო და არ ჩამორჩე ცხოვრებას, შესაბამისად უნდა ფლობდე ტექნოლოგიებსაც.
- ჩემი სამაგიდო წიგნი...
- ცხოვრება თვითონ სამაგიდო წიგნია, საიდანაც ბევრს ისწავლი.
ყველა ადამიანში , ყველა ბავშვში, კარგი მხარე უნდა ეძებო, ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს შანსი,თუ მასში სიკეთის მცირე ნაპერწკალი მაინც არსებობს. ცუდს არ უნდა მისცე განვითარება, არც შენში და არც სხვაში.
- ზაფხულში ვცდილობ...
- ის საქმეები დავამთავრო, რაც სწავლის პერიოდში ვერ მოვახერხე, რათა სკოლა მომზადებული შეხვდეს სექტემბერს. განსაკუთრებით ვფიქრობ პირველკლასელებზე და მათ მშობლებზე , რომლებიც მალე სკოლის ნაწილი უნდა გახდნენ.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...
- აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა,პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს (ჟან-ჟაკ რუსო).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.