მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
PH Internaitonal-ისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება პროგრამა - „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ CTEL II.
პროგრამაში 2020 წელს აქტიურად ჩაერთო ქუთაისის N21 საჯარო სკოლის სამი პედაგოგი: მარიტა გვეტაძე, ნინო ჟვანია და მაკა ნაკაშიძე.
„პროგრამა მიზნად ისახავდა შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა თანამედროვე ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენებით, თანამშრომლობითი სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა 5 ტრენინგ-მოდული. სკოლაში კი მოდულის თემატიკის შესაბამისად და შესწავლილი მეთოდების გამოყენებით 11ა კლასში ჩატარდა ხუთი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ CTEL II პროგრამის ქუთაისის გუნდის წარმომადგენლები.
პროგრამამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა როგორც კვალიფიციურ პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს. ამ პროგრამაში ჩართულობის პერიოდი ძალიან საინტერესო, სახალისო, და ნაყოფიერი იყო. თითოეული მოდული ოყო საჭირო ინფორმაციით გაჯერებული. დიდი გამოცდილება მიიღეს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. მოდულების თემები იყო უაღრესად საინტერესო და სწორად შერჩეული.
პროექტში ჩართულობა კიდევ ერთხელ პროფესიული ზრდის საშუალება იყო. ამბიციური, შრომატევადი და საინტერესო იყო ყოველი ეტაპი დაწყებული სამუშაო ტრენინგებში მონაწილეობით, დამთავრებული გაკვეთილების დაგეგმვით და მათი ჩატარებით. 3 დისციპლინის კოლაბორაცია ერთ სივრცეში და ერთ მოცემულობაში დიდი გამოწვევა იყო.
სკოლა დიდ მადლობას უხდის კრეატიულ ქალბატონებს: მარიტა გვეტაძეს, ნინო ჟვანიასა და მაკა ნაკაშიძეს პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისათვის”,- ნათქვამიასკოლის დირექტორის - რუსუდან ჭეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები