მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N90 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თეა გოგაძე მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
კერძოდ, ის მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს.
გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალზე კუთვნილი ჯილდო თეა გოგაძეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პირადად გადასცა.
მასწავლებლის აღიარების ჯილდო USAID-ის საქართველოში განათლების სისტემის გაძლიერების ძალისხმევის შედეგია. ეს გახლავთ USAID-ის პროგრამის ნაწილი, რომელიც გულისხმობს დაწყებითი და საბაზისო განათლების ხელშეწყობასა და განვითარებას.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს თეა გოგაძეს დამსახურებულ გამარჯვებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე