მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლამ გამოწვევებით აღსავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა. სკოლა ცდილობს ახალი ინოვაციური მეთოდებითა და პროექტებით პასუხი გასცეს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს. წელს სასწავლო წელი მასწავლებლებმა გასვლითი ღონისძიებით დაასრულეს.
სკოლის პედაგოგებმა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი მოინახულეს.
„სკოლა ერთსულოვნად აღნიშნავს ერთი ათეული წლის მანძილზე შემდგარ, ჩამოყალიბებულ და გამყარებულ, მაღალი თანამშრომლობითი კულტურის საფუძველზე განხორციელებულ გასვლით მასწავლებელთა კონფერენციებს. პატივისცემით და სიყვარულით იხსენებს ყველა სკოლის კურსდამთავრებულს, სკოლის ემიგრანტ მასწავლებლებსა და იმიერში სამუდამო სასუფეველში გადასახლებულთ.
მრავალ წარმატებულ, ღირსეულ წელთა სიმრავლეს უსურვებს. კარგი ტრადიციების მატარებელი სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა ცდილობს წინაპართა ნაკვალევზე ახალი ინოვაციური მეთოდებითა და პროექტებით პასუხი გასცეს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს და მადლობას უხდის წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსს მამუკა ჩხეტიანსა და მის გუნდს. წელს კი სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა აღმოსავლეთ საქართველოს გაშლილ ტრამალს გადაავლო თვალი და ბოდბის წმინდა ნინოს სალოცავს ესტუმრენ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე