სიახლეები
პიროვნება

„სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც თითოეული ჩვენგანი მოკრძალებით, მოწიწებითა და პატივისცემით შევდივართ“- მაკა დეკანოიძე, მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარია მაკა დეკანოიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი.

 - წარმატება არის. . .

- წარმატება ეს პროცესია, ეს ზრდა და განვითარებაა, ეს არის მიზნის მიღწევა და მისი გამოყენება საფეხურად შემდეგი მიღწევისათვის, წარმატების გასაღები კი ხშირად ჩვენს ხელშია, ისღა გვრჩება კლიტეს მოვარგოთ.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . . 

- ტაძარს, ის კურთხეული ადგილია, ღვთის მადლი ტრიალებს და ამ სიკეთის ღირსი ჩვენ უნდა გავხდეთ. დიახ, სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც თითოეული ჩვენგანი მოკრძალებით, მოწიწებითა და პატივისცემით შევდივართ. ის ცოცხალი ორგანიზმია, წლების განმავლობაში იზრდება,ვითარდება და იხვეწება. მის კედლებში არა ერთი ღირსეული თაობა აღზრდილა და იზრდება.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .

- ჩემი პირველი მასწავლებელი აწ განსვენებული თამარ სადუნიშვილია, მისი  მეხსიერება სამუდამოდ რჩება ჩემს გულში. მგრძნობიარე, სიმპათიური, ამავე დროს მკაცრი და სამართლიანი,  მან მასწავლა, სწორად როგორ უნდა  გამოვსახოთ ასოები და ციფრები… მასთან ერთად  წავიკითხე პირველივე სიტყვები...მისმა გაკვეთილებმა მომცა იდეა მარადიული ღირებულებების, სიკეთის და ბოროტების, სამყაროსა და ხალხის შესახებ, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის შესახებ. მან მასწავლა სწორად ცხოვრება, სამყაროს სწორად გაცნობა, კეთილისმყოფელი და ბრძენი, ტოლერანტული და წარმატებული, იგი ოცნებობდა, რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვყოფილიყავით. ქალბატონმა თამარმა თავისი ცხოვრება დაუკავშირა ჩვენს ცხოვრებას, რათა ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი ოცნებების და სურვილების განხორციელება.  მომეცა საშუალება და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მას ყველაფრისათვის... უფალმა გაანათლოს მისი სული.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .

- ყველაფერი მიყვარს რაც ჩემ მოსწავლეობას მახსენებს, ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, ჩემი მოსწავლეობა იმ სკოლას უკავშირდება, რომლის დირექტორიც ახლა ვარ, ვფიქრობ, ჩემმა სკოლამ , ჩემმა მასწავლებლებმა და ჩემი მოსწავლეობის  წლებმა განაპირობა ისეთ ადამიანად ჩამოყალიბება , როგორიც დღეს ვარ, რადგან   ,,მოსწავლე ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .

- ჩემი სამაგიდო წიგნი ნოდარ დუმბაძის  ნაწარმოებებია.

-
ზაფხულში ვცდილობ. . .

- დავისვენო და ახალი ძალა მივიღო მომდევნო სასწავლო წლისათვის, თუმცა რამდენად  გამომდის დასვენება, ეს სხვა საკითხია.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .

- შეიცანი შენი რეალური ძალა და ნუ შეგეშინდება წინამძღოლობის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება