არლის საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით საინტერესო პროექტს ახორციელებს
19-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ხშირად ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურული თუ სხვა სახის აქტივობები.
ამჯერად, სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ მიმართულებით, სახელწოდებით - „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით“.
პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან და ქართულ ვიკიპედიასთან; მათი ინიციატივით პროექტის ფარგლებში შექმნილი „არალი ვიკი-კლუბია“ მონაწილე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო სკოლამ.
ღონისძიებაში ჩართულნი არიან:
მანანა შეყილაძე - ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი;
ჯაბა ლაბაძე - ქართული ვიკიპედიის რედაქტორი;
ეკატერინე მაისურაძე - იმსას გამგეობის აღმასრულებელი მდივანი;
მარიკა პიტიურიშვილი - იმსას გამგეობის წევრი;
დავით ჩივაძე - ქოუჩი;
ასისტენტები: აკაკი ბალანჩივაძე, გოგა დოგუზოვი, ზურა ლებანიძე.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო ღონისძიებები უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციების განთავსებას ვიკიპედიაში, მათ პოპულარიზაციას და დაცვას.