მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში აქტიურად და ღირსეულად ერთვება. ამჯერად, განათლების ეროვნული ინსტიტუტისა და ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს.
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ქართველოლოგიის არაერთ პრობლემურ საკითხს იკვლევდა. მისი ღვაწლი დიდია ტაო-კლარჯეთისა და ფერეიდნელი ქართველების მეტყველების, ყოფისა თუ კულტურის შესწავლის საქმეში; გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
კონფერენციაში, სხვადასახვა სკოლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავიანთ ნაშრომებს წარმოადგენდნენ.
ქუთაისის №2 საჯარო სკოლა ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის №1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეების - მარიამ მანაგაძის და იოანა ჟორჟოლიანის ნაშრომს წარმოგვიდგენს. მათი თემა ეხება ტარიელ ფუტკარაძის სახელმძღვანელოებს. მოსწავლეების ხელმძღვანელი ამავე სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ინგა დარსაველიძეა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ