სიახლეები
სამასწავლებლო

„ვფიქრობ, სკოლა თამამად უსწორებს თვალს გამოწვევებს“- ნინო ბურდიაშვილი, პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი გვესაუბრება.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? 
- მეტაფორულად ვიტყვი; ეს იყო გვირაბი, აქეთ-იქეთ მბჟუტავი სინათლეებით და ხელის ცეცებით, ოღონდ  მყარი ნაბიჯებით სიარული გასასვლელისკენ. ამ ძიებაში მთავარი შუქურაც ენთო-პასუხისმგებლობა!    ვიცოდით, რომ ეს გზა უნდა გადაგვევლო აუცილებლად და გვირაბის ბოლოს გავსულიყავით, იქ ხომ ჩვენი  მოსწავლე იდგა-მოლოდინებით, იმედით, სურვილით. როგორ შეიძლება სკოლამ იმედი გაუცრუოს თაობას.    ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, უამრავი სირთულის მიუხედავად.

- რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- მთავარი გამოწვევა მგონი მაინც ისაა, რომ სკოლებმა და მათ შორის ჩვენც დავიწყეთ ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ სად ვდგავართ, რა შესაძლებლობებს ვფლობთ და ზოგადად რა გვინდა, საით უნდა ავიღოთ კურსი და რამდენად რეალისტურია ჩვენი გათვლები ამ მიზნების მისაღწევად. არაფერს ვიტყვი პანდემიიდან გამომდინარე  სირთულეებზე, კალაპოტის შესანარჩუნებლად გადადგმულ თამამ ნაბიჯებზე, ამაზე სულ მიდის საგანმანათლებლო სივრცეში საუბარი. ვფიქრობ, მიმდინარე სასწავლო წელი ამ მხრივ „გადავაგორეთ“. მთავარი კი, როგორც აღვნიშნე მაინც ისაა, მეტი ავტონომიურობით მივუდექით ამათუიმ საკითხს და ამის შესაძლებლობა რომ გვაქვს სკოლებს-ჩემთვის როგორც, დირექტორისთვისაც რა თქმა უნდა კომფორტულია.   კიდევ ერთი სასიამოვნო შედეგი  გამოიკვეთა  - გუნდურობის ხარისხის გაზრდა. ერთი მხრივ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გააქტიურებულმა კათედრათაშორისმა პროექტებმა და მეორეს მხრივ   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემამ პედაგოგები ერთ მუშტად გააერთიანა, არ ვაჭარბებ! რომ არა, ჩვენი პედაგოგების საოცარი ძალისხმევა, სკოლის ადმინისტრირება და მართვაც გაძნელდებოდა. მადლობა მათ ამ რთულ სიტუაციაში ამგვარი ქმედებებისთვის. ვფიქრობ, პატარძეულის საჯარო სკოლა თამამად უსწორებს თვალს გამოწვევებს და კრეატიუალადაც მოძრაობს მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში.
 თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებთ, ძალიან საღად ვხედავთ განვითარების გზებს და ახალი სასწავლო წლის სასკოლო კურიკულუმშიც სწორედ ეს ხედვები ავსახეთ.


- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?
- მშობელთა ჩართულობა ზოგადად სისტემისთვის გამოწვევაა. ეს პრობლემური, მაგრამ დასაძლევი საკითხია, დაძლევადიც რასაკვირველია. მშობელი შემოგვყავს სასკოლო სივრცეში. ამას უკვე რამოდენიმე  წელია თამამი  ნაბიჯებით ვცდილობთ. მაგალითად, შეფასების საკითხთან მიმართებაში. იცით, რომ ეს საკითხი დილემაა.  მშობლებს, სწავლების ყველა საფეხურზე მყოფი მათი შვილების განმავითარებელ შეფასებებს  ელექტრონულად ვუგზავნით უკვე მერამდენე წელია. კლასის დამრიგებლები სისტემატურად  ონლაინშეხვედრებს ატარებენ მშობლებთან, ამაში ახალი პლატფორმები ძალიან მოგვეხმარა. რაც შეეხება  მშობელთა საკლასო სივრცეში „შემოხედვას“, აქაც გადავდგით ნაბიჯები. დაწყებით საფეხურზე მშობელთა  კლუბის ფარგლებში (პედაგოგი: ელენე  უსტიაშვილი) წლებია აქტიურად მიმდინარეობს მშობლების მიერ  პროექტების მომზადება, მათი ინტეგრირება საერთო სასკოლო- ღონისძიებებთან. ვფიქრობ, ეს ჩემი სკოლის  ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და ამ გამოცდილებას საბაზო-საშუალო საფეხურის მშობლებთანაც გავაზიარებთ.  ამით მეტად დაახლოვდება მშობელი და სკოლა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ? 
- რა უნდა ურჩიო პედაგოგს, რომელსაც იმდენი ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე აქვს სკოლაში  გაკეთებული. წარმატებები მინდა ვუსურვო! აქ ერთს აუცილებლად ვიტყვი, ჩემს თვალსაზრისს ყოველთვის  ხმამაღლა ვაფიქსირებ: არანაირი გამოცდა (მათ შორის პედაგოგების) არ არის პანაცეა!. ჩვენ ბოლო წლების  მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგებთანაც არსებობს საკლასო სივრცეში  პრობლემა და პირიქით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს!

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ? 
- ზოგადად, მგონი ამ საკითხთან მიმართებაში ცოტა დაბნეულობა გაჩნდა  ახალგაზრდებში, მომავალი  პროფესიის არჩევა და ამის სწორად განსაზღვრა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამაზე მსჯელობა    უფრო ფართო და გლობალური მოვლენების შედეგია. მაინც მგონია, რომ სასწორის პინა იხრება მაინც  ბიზნესმიმართულებებზე.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?
- მეც ვფიქრობ, რომ გადასახედი საკითხია და არ მგონია, რომ ეს გადაუჭრელი პრობლემა იყოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება