მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
219 ხარაგაულელი პირველკლასელი, ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშვილისგან საჩუქრად წიგნ-რვეულს, „პირველკლასელთა აკადემია“ მიიღებს .
კობა ლურსმანაშვილმა, წიგნები, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან ერთად, ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმული კორპუსის მომავალ პირველკლასელებს უშუალოდ გადასცა და მათ სამომავლო წარმატებები უსურვა.
კობა ლურსმანაშვილი: „დარწმუნებული ვარ მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლისთვის მხიარულად მოემზადებით. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე ჩვენ გადავწყვიტეთ პრიორიტეტად პირველკლასელების აღზრდა განათლება ვაღიაროთ, სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერიის სახელით შევიძინეთ და გადმოგცემთ ამ წიგნებს, რომ გაგახაროთ, მერე კი თქვენი კარგად სწავლით ყველამ ერთად გავიხაროთ. ვფიქრობ, ხარაგაულელი პირველკლასელები ყველაზე მოაზროვნე პირველკლასელები იქნებიან“.
წიგნები საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონის“ ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის IZRUNE.GE -ს ორთვიანი (1+1) VIP აბონიმენტიც მოჰყვება.
მარინა ვეფხვაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ამ პატარებისთვის, რომლებიც საოცარი ინტერესით ელიან სწავლის დაწყებას, ეს იქნება დაუვიწყარი დღე. პირველად შეაბიჯეს თავიანთი სკოლის გამორჩეულ შენობაში, დახვდათ უთბილესი გარემო, მოსიყვარულე მასწავლებლები, საჩუქრები მერიისგან. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბავშვებისთვის გამოჩენილი ყურადღებისთვის. ვიცი, რომ ყოველგვარ საკითხში გვერდით დაუდგება სკოლებს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმულ კორპუსში სექტემბერში სკოლის კარებს 8 პირველკლასელი შეაღებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
სკოლაში თვითმმართველობის თავმჯდომარის აქტიურობა ახარებთ