მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზა ტყეშელაშვილი პასუხობს.
- წარმატება არის. . .
- ჩვენი სკოლის თითოეული კურსდამთავრებული, რომლებიც აღვზარდეთ, შევძელით და ჩამოვუყალიბეთ სამოქალაქო ცნობიერება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- პირველ მასწავლებელს, ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმს, ახალ შთაბეჭდილებებს, ნაცნობებს, ემოციებს, სასკოლო რეჟიმთან ადაპტირებას, შფოთვას, მქონდა დაბალი თვითშეფასება. მახსოვს წიგნიერი თაობა, სადაც საგაკვეთილო პროცესის დასრულებისას რიგი იდგა სკოლის ბიბლიოთეკასთან. ვოცნებობდი როდის შევძლებდი კითხვის შესწავლას - მეც მომეთხოვა წიგნი ბიბლიოთეკაში. ჩემი სკოლა მახსენებს - სკოლის დირექტორს, რომელიც იყო საუკეთესო და გამორჩეული, როგორც ხელმძღვანელი,როგორც მასწავლებელი, მეგობარი. ის 60 წელი იყო სკოლის უცვლელი დირექტორი. მეამაყება რომ ქ-ნი ვერა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობის შემდეგ ვაგრძელებ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას.
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- „ჩემი ცხოვრების მეგზური“ არის, ვთვლი რომ XXI საუკუნის პირველკლასელსაც კარგად ასწავლიდა. სკოლის ჭიშკართან გვხვდებოდა ყოველთვის, მოგვეალერსებოდა, მიგვითითებდა, ჩვენი ოჯახის ამბავს გამოგვკითხავდა. ყველა მოსწავლის ოჯახის სიხარულს იზიარებდა და სევდას განიცდიდა... იმედიანი, მეგობრული და მოსიყვარულე იყო ჩემი ანტისო მასწავლებელი.
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- ვცდილობდი წარმატებული ვყოფილიყავი, როგორ გაგრძელდა ეს მცდელობა ვერ გეტყვით, თუმცა სურვილი ნამდვილად მაქვს დღესაც.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- შოთა რუსთაველის ეფხისტყაოსანი“, ილიას, ვაჟას წიგნები.
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- მოსწავლეებს სკოლა განახლებული დახვდეს, მთელი ზაფხული სიახლეების ძიებაში ვარ. ეს ზაფხული გამორჩეულია ჩემი მუშაობის პრაქტიკაში, ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს სრული სამშენებლო/ სარეაბილიტაციო სამუშაოები. მგონი ჩემს მოსწავლეებზე მეტად მიხარია, რომ ბავშვებს ახალი სასწავლო წლიდან ექნებათ სრულიად თანამედროვედ აღჭურვილი სასწავლო კორპუსი, კაბინეტ-ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- ილიას სიტყვები „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას.“ ვფიქრობ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა აღვზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც შეძლებენ - მოუარონ ჩვენს მამულს, ენას , სარწმუნოებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.