სიახლეები
სიახლეები

ჩოხატაურელ პირველკლასელებს სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადაეცათ
20-07-2021
-
+


2021-2022 სასწავლო წელი სკოლამდელი პატარებისთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყება. უკვე არსებობს სახელმძღვანელო, „პირველკლასელთა აკადემია“ - გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, რომელიც უამრავი საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი ინფორმაციითაა დატვირთული. ბავშვისთვის თამაშ-თამაშით ინფორმაციის მიწოდება, მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელია. შესაბამისად, არსებული წიგნი/რვეულის დახმარებით,  მათ სწავლა ბევრად გაუადვილდებათ და რაც მთავარია,  შეუყვარდებათ. სკოლამდე მომზადება, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის - ცოდნის ტაძარში პატარები, მათთვის საჭირო ინფორმაციით შეაბიჯებენ. აღსანიშნია ისიც, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა... „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად არაერთი რეგიონის ბაგა-ბაღს გადაეცა, მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სადაც გუშინ გაიმართა წიგნის პრეზენტაცია.

შორენა სიხარულიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ბატონმა გოჩამ მისი საავტორო წიგნები ჩამოგვიტანა, რომელიც განკუთვნილია ბაღის დამამთავრებელი ჯგუფისთვის. გუშინ გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ბაღების გაერთიანება, გამგეები, სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. მართლაც, რომ არაჩვეულებრვი წიგნია და როგორც ბაღები გაერთიანების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ფასდაუდებელი საჩუქარია ბავშვებისთვის.
მოგეხსენებათ, ასეთი ლიტერატურით არ ვართ განებივრებულები, შესაბამისად ორმაგად მნიშვნელოვანია ეს სახელმძღვანელო ჩვენთვის.  აღსანიშნია, რომ წიგნები შეიძინა და შემდეგ ბავშვებს საჩუქრად გადასცა, ჩვენთვის ძვირფასმა და კარგმა ადამიანმა, ამირან დოლიძემ. მან სრულიად დააფინანსა ეს აქტივობა და ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა პატარებს. თავადაც ესწრებოდა პრეზენტაციას და საერთო ჯამში, არაჩვეულებრვი შეხვედრა გაიმართა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბატონი გოჩა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და გულწრფელად, მისგან არ გაგვკვირვებია ეს ამბავი, რადგან ის ყოველთვის გამოირჩევა ინოვაციური და კრეატიული პროგრამებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა მომავალი თაობისათვის“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნინო ბარამიძემ  ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ სკოლამდელი ბავშვებისთვის აუცილებელი და დროული სახელმძღვანელო იყო:

„ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი სახელმძღვანელო, თუმცა აღნიშნული წიგნი/რვეული უშუალოდ სკოლამდელი აღზრდის პატარებისთვისაა. ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა გუშინ, როგორც ბაღების წარმომადგენლებისთვის, ასე მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. გოჩა ტყეშელაშვილი ყოველთვის ახალ და საინტერესო იდეებს გვთავაზობს. დაგვპირდა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს ბაღებთან და საინტერესო აქტივობებს შემოგვთავაზებს, რომლებშიც აუცილებლად ჩავერთვებით. ეს ნაბიჯი გადადგმული  იქნება ბავშვების შემეცნებითი უნარების გასაუმჯობესებლად. უნდა აღვნიშნო, რომ უშუალოდ სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით სახელმძღვანელო არ გვქონდა“.

ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი: „როგორც ყოველთვის, „ეტალონის“ მხრიდან სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზებები  გვაქვს და არც ამჯერად გაგვკვირვებია ეს ინიციატივა, რადგან გოჩა ტყეშელაშვილი ყოველთვის გვანებივრებს სიახლეებით. წიგნი/რვეული, რომელიც სასკოლო მზაობისთვისაა, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და საინტერესოა მისი შინაარსით. ის აუცილებად გამოადგებათ ჩვენს ბავშვებს, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ სკოლაში. ამ მიზნით, მერიაში გაიმართა შეხვედრა, ბაღისა და სკოლის პედაგოგების ერთობლივი შეფასებით, ეს მართლაც ძვირფასი შენაძენია ჩვენი ბავშვებისთვის. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წიგნის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება