„ჩემი სკოლა მახსენებს ადგილს, სადაც სიხარულით ვბრუნდები ყოველი უქმე დღის შემდეგ“- ნინო ფაილოძე, ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
დაკოპირებულია
-
+
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარია ნინო ფაილოძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი.
- წარმატება არის. . . - წარმატება არის იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთ ბრძოლაში წაგება გვეხმარება ომის მოგებაში. წარმატებული ადამიანები გააზრებულად ირჩევენ იმ ბრძოლებს, რომლებიც დაეხმარებათ მიზნების მიღწევაში. წარმატება მცირე გამარჯვებებს აღნიშნავს. ყოველთვის, როდესაც მიზანი მიაღწევთ ან დაბრკოლებას გადალახავთ, დაუთმეთ დრო მის აღნიშვნას, თუნდაც ის რაიმე პატარა იყოს. ყველა მიზნის მისაღწევად საჭიროა უფრო მცირე მიზნების მიღწევა, ასე რომ, ყოველთვის, როდესაც მათ შეასრულებთ, გამოყავით დრო და შეაფასეთ შესრულებული სამუშაო. წარმატება არის გაცნობიერება, რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენს ბედს. თქვენს ბედს თქვენ და მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე და მათ შედეგებზე და თქვენ ბუნებრივად უფრო წარმატებული აღმოჩნდებით.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . . - ადგილს, სადაც სიხარულით ვბრუნდები ყოველი დასვენების დღის შემდეგ, სადაც თბილი გარემოა, გვაქვს მიზანი და ვაღწევთ დასახულ მიზანს.
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . . - ძალიან საყვარელი და თბილი ციალა მასწავლებელი, მხოლოდ ორი წელი მასწავლიდა და ყოველ დღე მომღიმარი გვხვდებოდა კლასის კარებთან.
- მოსწავლე რომ ვიყავი. . . - დილას ადგომა მეც მეზარებოდა განსაკუთრებით ზამთარში, ,,რეზინობანას“ თამაში იყო ყველაზე მოდური და არასდროს არ მივსულვარ სკოლაში მოუმზადებელი.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . . - რიუნოსკე აკუტაგავას ნოველები, სადაც აღწერილია სინდისთან დაკავშირებული შიდა ბრძოლები, დილემები, მისტიკა. მისი ნოველების გმირები განსხავავებულები არიან, მაგრამ თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. რიუნოსკე არღვევს ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის.
- ზაფხულში ვცდილობ. . . - სრულფასოვნად დავისვენო, ვიფიქრო გეგმებზე, რომელიც მინდა განვახორციელო.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . . - „ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და თუ ყველაფერი კარგად არ არის ე.ი ბოლო ჯერ კიდევ შორსაა".
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე