სიახლეები
საინტერესო

10 ყველაზე არაორდინარული სკოლა
26-02-2018
-
+


სკოლა, სადაც შეგიძლია ისეირნო და არაფერი აკეთო, სკოლა თავგადასავლების, მცურავი სკოლა და სხვა „გადარეული“ სკოლები მთელი მსოფლიოდან.

მიწისქვეშა სკოლა რესტონში, ვირჯინიაში. აშენდა 1970-იან წლებში, როდესაც ამერიკა ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიდა. მიწისქვეშა არქიტექტურამ სკოლა „ტერასეტსს“ თბილი გარემოს შექმნაში, ხოლო ამერიკას სითბური ენერგიის დაზოგვაში შეუწყო ხელი.

სკოლა დისციპლინის გარეშე ტორონტოში, კანადაში.„ალფამ“ 1972 წლიდან უწესრიგობას გაუღო კარი. აქ არ არსებობს ნიშნები, საშინაო დავალებები, გაკვეთილების ცხრილი. მოსწავლეები თავად ადგენენ სასწავლო დღეს, ერთიანდებიან არა კლასებში, არამედ ინტერესების ირგვლივ. მასწავლებლების ერთადერთი მოვალეობაა, არ შეუშალონ ხელი. პრობლემურ სიტუაციაში კი იქმნება საბჭო, სადაც ისინი მოსწავლეებთან ერთად ეძებენ საკითხის გადაჭრის გზებს.

მოძრავი სკოლა რუსეთში. შეიქმნა ბავშვებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობისა თუ  სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებდნენ განათლების მიღებას. თუ მოსწავლეები ვერ მიდიან სკოლასთან, სკოლა მიდის მათთან.

„საერთო ენის მძებნელი სკოლა“ კორეაში. დაარსდა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტი ბავშვების გარემოსთან უკეთ ადაპტაციისთვის. გაკვეთილებზე კორეელებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე თანაცხოვრებას ,ერთმანეთის კულტურის გაცნობა-პატივისცემასა და დაახლოებას სწავლობს.

„მშვიდობის სკოლა“ ამერიკაში. მასში მოხვედრა ლატარეაა, რომელიც მხოლოდ იღბლიანს ერგება. სკოლის საიტზე რეგისტრაცია და მოლოდინი, იქნებ გაგიმართლოს. სკოლას 3 მთავარი პრონციპი აქვს: სიამოვნება,უსაფრთხოება და ემოციური განვითარება. სასწავლო პროგრამა მოზარდთა ფსიქოლოგების  უკანასკნელ რჩევებს ემყარება,ასწავლიან ტრადიციულ საგნებსა და  ურთიერთქმედებას სამყარიოსთან. მასწავლებლები მოსწავლეებს აქ „პატარა მებაღეებს“ უწოდებენ,ადამიანებს,რომლებიც ზრუნავენ გარემოზე.

„სკოლა, სადაც შეიმეცნებენ მხოლოდ მუსიკის გავლით“ ნიუ-იორკში მდებარეობს. მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდების დაფარული ტალანტის გამოვლენაა, ტალანტის, რომელიც სიმღერაში, ცეკვასა და მუსიკალური საკრავების ფლობაში აისახება.

ისრაელში არსებობს სკოლა ლტოლვილებისა და არალეგალებისთვის. „ბიალიკ-როგოინი“ ბავშვებს არა მხოლოდ აუცილებელ ცოდნას, არამედ საკვებს, ტანსაცმელსა და ზრუნვას უნაწილებს. სკოლაში ისინი არა უცხოები, არამედ ისრაელის შვილები არიან.

„მცურავი სკოლა“ კამბოჯაში, ტონლესაპის ტბის ზედაპირზე მდებარეობს. მოსწავლეებისთვის სკოლა მეორე სახლია,პირდაპირი გაგებით,რადგან აქ ძირითადად ობლები სწავლობენ და აქვე  ცხოვრობენ. მათი მშობლები თევზაობისას ტბამ შეიწირა და ახლა მათზე ძირითადად ტურისტები ზრუნავენ.

„სკოლა ღია სივრცის პრინციპით“ კოპენჰაგენში მდებარეობს. იგი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშად და სკანდინავიის საუკეთესო შენობად ითვლება. აქ ყველგან ისმის სიტყვა „კომუნიკაცია“ რეალურ და ვირტუალურ სივრცეებში.ინტეგრირებული გაკვეთილები და სიახლეებს მოწყურებული ახალგაზრდობა, ღია სივრცეში.

„თავგადასავლების სკოლას“ კოლორადო მასპინძლობს. აქ ტრადიციულ საგნებთან ერთად ხშირად ინტეგრირეგული გაკვეთილები ეწყობა ფერმაში, ტყეში, როკ  ჯგუფებთან თუ ქალაქის ქუჩებში. თეორიულად ნასწავლი თავგადასავლებში პრაქტიკულად გამოიცდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება