მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაც არის ის რომ ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის იმისთვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში.
დღეს, შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის. არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და ამდენად, თხოვნა მექნება ყველასთან ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს ნამდვილად არის ამ შესაძლებლობა, რომ აიცრან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები