სიახლეები
სკოლები

ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი გურგენიძე და საბა კობახიძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-07-2021
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს, მეცხრეკლასელებს - გიორგი გურგენიძეს და საბა კობახიძეს სიგელები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით გიორგი გურგენიძე შემდეგ ეტაპზე გადავიდა და „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 22 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება