TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მ-რნმ, ვექტორული და ინაქტივირებული - რა განსხვავება კოვიდ-19-ის ვაქცინებს შორის და რა უნდა იცოდეთ არჩევანის გაკეთებამდე
21-07-2021
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს საინფორმაციო ვიდეოს იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა განსხვავებებია არსებულ ვაქცინებს შორის, როგორია მათი ეფექტურობა და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას.

კოვიდთან საბრძოლველად დაშვებულია, რამდენიმე ტიპის ვაქცინა, მათ შორისაა:

მ-რნმ ვაქცინა - შეიცავს არა კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსის ფრაგმენტს, არამედ ინსტრუქციას უჯრედებისთვის, თუ როგორ შექმნან უვნებელი სპაიქცილები. წარმოქმნილი უვნებელი სპაიქცილები იწვევენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს, ანტისხეულების გამომუშავებას, შედეგად ადამიანის ორგანიზმი სწავლობს ინფექციასთან გამკლავებას. მ-რნმ ვაქცინის მაგალითია, „ფაიზერი“.

ვექტორული ვაქცინა - გამოიყენება მოდიფიცირებული სხვა უვნებელი ვირუსი. ვექტორი, რომელსაც მიაქცევს კორონავირუსის სპაოიქცილის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად უჯრედი იწყებს უვნებელი ნაწილის სპაიქცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოუცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. სწორედ ეს ანტისცეულები იცავს ორგანიზმს მომავალში კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან. ვექტორულ ვაქცინათა ჯგუფს განეკუთვნება „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. 

ინაქტივირებული ვაქცინა - დაავადების გამომწვევი ვირუსის ინაქტივირებულ ფორმას შეიცავს. ეს არის ტრადიციული მეთოდი, რომელიც გრიპისა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინებში გამოიყენება. ამ გზით ვირუსს დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა ის ორგანიზმის იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს. ამ ტიპის ვაქცინებს განეკუთვნება „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

გაეცანით ვიდეოს და გაიგეთ დეტალები: 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება