სიახლეები
სიახლეები

„ყველა მასწავლებელია, ვინც სკოლაში მივიდა სასწავლებლად და მის სტატუს მნიშვნელობა არ აქვს“ - გამოცდიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები
21-07-2021
-
+


დღეს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-IV ,დაწყებითი საფეხური), მათემატიკაში, (I-IV, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ბუნებისმეტყველებაში (I-IV), გეოგრაფიასა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) და ისტორიაში (საბაზო ან / და საშუალო საფეხური) ჩატარდა.

გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული პედაგოგების ნაწილი ტესტით კმაყოფილია, ნაწილისთვის კი ტესტი რთული აღმოჩნდა. დაწყებითი საფეხურის კომბინირებულ გამოცდაზე გასული მასწავლებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ნაწილი განსაკუთრებით რთული იყო. პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ეს გამოცდები მასწავლებლებისთვის მხოლოდ სტრესია და სტატუსით არ უნდა განისაზღვრებოდეს მათი კომპეტენცია.

„რთული იყო გამოცდა...უფროსი მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ, ჩვენ იმდენ ტრენინგებს გავდივართ, რომ ამ ყველაფერს დამატებული გამოცდები ჩვენს ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. გადამზადება აუცილებელია, მაგრამ მასწავლებლებისთვის ეს გამოცდები ფსიქოლოგიური წნეხია. ყველა მასწავლებელია ვინც სკოლაში მივიდა სასწავლებლად და ამ შემთხვევაში მის სტატუს არ აქვს მნიშვნელობა“.

„პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ და გამოცდის სირთულე ყველასთვის ინდივიდუალურია, ჩემს შემთხვევაში ქართული იყო ოდნავ რთული, თუმცა არანაკლებ - მათემატიკა. საერთოდ, ვფიქრობ სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა საერთოდ არ უნდა იყოს. არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა პედაგოგს წამყვანის სტატუსი ჰქონია, თუმცა ის ვერ შემდგარა პედაგოგად. მასწავლებელი ეს არ არის თარგი, რომ გამოჭრა, მერე გამოცდა ჩააბარებინო და ამით დაამთავრო ყველაფერი. სულ სხვა რამაა პედაგოგობა, ბევრად მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება. ჩვენ ბავშვი გვაბარია, რომელიც უნდა აღვუზარდოთ საზოგადოებას. მასწავლებელი, რომელიც კრედიტების მოგროვებაზე და სტატუსის ამაღლებაზე ორიენტირებული, მას ბავშვი მეორეხარისხოვანი რჩება. ამიტომ ეს გამოცდები ჩემთვის მიუღებელია“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება