მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ექშენ-თამაშების“ კიდევ ერთი დადებითი ეფექტი - დაგეგმვის უნარია. იმისთვის, რომ წარმატებით ითამაშო, საჭიროა შენი ქმედებების შედეგების პროგნოზირება და სტრატეგიულად აზროვნება. ხოლო, თუ თამაში დინამიურია, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღო. ეს უნარები კი საჭიროა არა ხოლოდ ვირტუალურ სამყაროში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.
გერმანელმა მეცნიერებმა ყველასთვის ნაცნობი თამაშის „სუპერ მარიოს“ ტვინზე გავლენა გამოიკვლიეს. ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი ორი თვის მანძილზე, ყოველ დღე, 30 წუთი თამაშობდა. დასრულებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაცრისფერი ნივთიერების სიმკვრივის ზრდა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია ნავიგაციასთან, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, მეხსიერებასა და მოტორულ ფუნქციებთან.
საგანმანათლებლო თამაშები:
მართალია გასართობი თამაშები ნამდვილად არ შექმნილია სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათი ეფექტურობა ცოტა უფრო მაღლაა საგანმანათლებლო თამაშებზე. სასწავლო კომპიუტერული თამაშები, როგორც წესი, განკუთვნილია კონკრეტული უნარის გაუმჯობესებისკენ. მაგალითად, ანბანის ან გარკვეული მათემატიკური ქმედებების სწავლისკენ ან მუშა მეხსიერების განვითარებისკენ.
როგორც გასართობი, ისე საგანმანათლებლო თამაშები მოითხოვს მუდმივ ადაპტაციას. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ბავშვების ჯგუფში, რომელთაც ცუდი მუშა მეხსიერება ჰქონდათ. კომპიუტერული თამაშების დახმარებით სწავლებას მუშა მეხსიერების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოჰყვა. ასევე მეხსიერების გასავითარებელი თამაშების შემდეგ ბავშვებს გაუუმჯობესდათ მათემატიკური ამოცანების შესრულების ხარისხი და კითხვის დონე.
არ დაუშვათ ბოროტად გამოყენება!
მომთხოვნი და ამავდროულად გასართობი ხასიათი კომპიუტერულ თამაშებს სწავლებისთვის ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს. ამიტომ, ასე მნიშვნელოვანია მათი ეფექტის კვლევა. მაგრამ მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ: გასართობ თამაშებს, სარგებლის გარდა, უარყოფითი მხარეც აქვს. და მათი ყველაზე დიდი მინუსი - მათი ბოროტად გამოყენებაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ დროის პასუხისმგებლობით განაწილება-განკარგვა და არ დაგვავიწყდეს კონტროლი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.