სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო 31 ივლისიდან სპეციალურ ტრენინგებს იწყებს
22-07-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალის შესახებ და გაეცნონ მათ მიერ მომზადებული სტატიების ვიკიპედიის პლატფორმაზე ატვირთვისა და საკონკურსოდ წარდგენის პირობებს. 

ერთსაათიანი ტრენინგები დისტანციურ ფორმატში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:

31 ივლისი, 11:00 საათი – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალები და მათ შესახებ ვიკისტატიების მომზადების პრინციპები.
1 აგვისტო, 11:00 საათი – როგორ დავარედაქტიროთ ვიკიპედია?
2 აგვისტო, 20:00 საათი – როგორ შევქმნათ ახალი სტატია ვიკიპედიაში?
3 აგვისტო, 20:00 საათი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტატია, რომ არ წაიშალოს?

ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 29 ივლისის ჩათვლით შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge შეგახსენებთ, რომ სტატიების კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, ქართველოლოგიისა და ქართული მეცნიერების ინტერნეტ სივრცეში ცნობადობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში 1 ივლისს გამოცხადდა. 

კონკურსი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა – ვიკიპედია ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა, ქართულ ხელნაწერთა, საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2UF3Epj

კონკურსთან და ტრენინგთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ელფოსტის მეშვეობით: exb.edu@manuscript.ac.ge

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება