2021 წლის „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
22-07-2021
დაკოპირებულია
-
+
22 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ამბროლაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ოთარ დონაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 20 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 54 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 22 ივლისს „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
გამარჯვებული, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ოთარ დონაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, 28 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გთავაზობთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“