სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ძალიან დიდ მამულიშვილურ საქმეს ემსახურება ეს კონკურსი“- გარდაბნის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
22-07-2021
-
+


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები ერთმანეთს ჯანსაღ მეტოქეობას უწევენ და ღირსეულად იმარჯვებენ.

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ I ეტაპი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 16 ივლისს, მეორე ეტაპი კი 21 ივლისს ჩატარდა, ხოლო ფინალური ტური 28 ივლისს გაიმართება.

გარდაბანში  ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა და ეს თელეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასელი - გიორგი მამულაშვილი გახლავთ, რომელმაც 89 ქულით გაიმარჯვა:

„ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე. ვერ ვიტყვი, რომ რთული ტესტები იყო, მაგრამ ონლაინ ფორმატში მობილიზება და ტესტის შესრულება მაინც სპეციფიკურ მომზადებას საჭიროებდა. „ეტალონში“ წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ რეალურ რეჟიმში ეს თითქოს უფრო მარტივი იყო. ერთხელ მეორე ტურშიც გადავედი. წელს ეს წარმატება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო“.

გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება მიულოცა თელეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო მერაბიშვილმა და პანდემიის პირობებში „ეტალონის“ ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„გვქონდა მოლოდინი, რომ გიორგი გაიმარჯვებდა. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შეფასება მხოლოდ დადებითად შემიძლია. ამდენი წელია ძალიან დიდ მამულიშვილურ საქმეს ემსახურება ეს კონკურსი და ამისთვის მადლობა ორგანიზატორებს. ამ რთულ ვითარებაში სასწავლო წლის ძალიან კარგი დაგვირგვინება იყო როგორც ჩვენი სკოლისთვის, ისე მთელი რაიონისთვის.

რაც შეეხება ონლაინ ფორმატში კონკურსის ჩატარებას, ამ მხრივ სირთულე ის იყო, რომ უშუალო კონტაქტი ვერ შედგა, როგორც ეს ნორმალურ პირობებში ხდებოდა. ამის მიუხედავად, მოსწავლეებს ახლაც ჰქონდათ მოტივაცია, რომ ასეთ პირობებში მიეღოთ მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენ კონკურსანტს შორის ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა გამარჯვებული“.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, თეონა ელიავამ და აღნიშნა, რომ „ეტალონს“ ყოველთვის აქვს მათი მხარდაჭერა:

„მსგავსი ტიპის კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის, მათი ცნობიერების ამაღლებისთვის, განვითარებისთვის და მეტი ინფორმაციის მიღებისთვის. სახელმწიფო, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის  კონკურსებს მუდამ უჭერს მხარს. კონკურსი, წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ ფორმატში ჩატარდა და შემიძლია გითხრათ, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა“.

ონლაინ ფორმატში ჩატარებული ჩემპიონატი დადებითად შეაფასა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა ლობჟანიძემ:

„წელს, კონკურსი პირველად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და ეს წარმატებით მოხერხდა.მიმაჩნია, რომ ბავშვებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“.

გულწრფელად მივესალმები მსგავსი ტიპის კონკურსებს, აღნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირინა ქირია

„ნამდვილად კარგი კონკურსია და დადებითად ვაფასებ. გულწრფელად მივესალმები მსგავსი ტიპის კონკურსებს. ჩვენი სკოლები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში და შედეგებით კმაყოფილი ვარ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება