მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის ისტორიის პედაგოგს, 64 წლის კაცს, არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგი გოგონას გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევაც, სავარაუდოდ, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა.
ფაქტი სკოლის ადმისტრაციაში მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდის დედამ სკოლის დირექციას მასწავლებლის გათავისუფლება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორს მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან მისი თქმით, „დედამ საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა აუკრძალა“.
გოგონა სრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გახდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაკავებულის სახლსა და სკოლაშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო. მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას შეეხება. ოფიციალური ინფორმაციითვე, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე