მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუ ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დირექტორთან, ნინო ხალვაშთან შედგა.
- წარმატება არის. . .
- გაწეული მუშაობისათვის შეფასება და სტიმული მომავლის საქმიანობისათვის.
- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
- მოფუსფუსე ფუტკრის ოჯახს.
- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
- არასდროს დამავიწყდება მისი თბილი და სათნო გამოხედვა, იქნებ მისი დამსახურებაცაა რომ მე დღეს მასწავლებელი ვარ.
- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
- მაქსიმალურად გამოვიყენებდი დროის ყოველ წამს.
- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
- ნოდარ დუმბაძე.
- ზაფხულში ვცდილობ. . .
- მაქსიმალურად მოვიკრიბო ენერგია ახალი სასწავლო წლისათვის.
- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.