მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები - ესმა სოფიევა და ელიფ მეხტიევა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე ელიფ მეხტიევას სიგელი გადაეცა, ესმა სოფიევამ კი კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელი დაიმსახურა.
16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კვირეული სკოლაში დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე