სიახლეები
სიახლეები

სკოლების ადმინისტრაცია და ტექ-პერსონალი ხელფასების მომატებას ითხოვს - როგორია განათლების სამინისტროს პასუხი
25-07-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად საუბრობს, პედაგოგთა პროფესიის მნიშვნელობაზე. ბოლო წლებში მასწავლებლებს რამდენჯერმე გაეზარდათ ანაზღაურება და თუ, მთავრობის დაპირებას გავიხსენებთ, მასწავლებლებს 2024 წლამდე კიდევ უნდა მოემატოთ ხელფასი. ეს ყველაფერი პედაგოგებისთვის, რა თქმა უნდა, კარგი და მისასალმებელია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სკოლებში მასწავლებლების გარდა, სხვა თანამშრომლებიც მუშაობენ, რომელთა ანაზღაურებაც ძალიან დაბალია. 

წლებია სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მიზერულ ხელფასზე მუშაობენ დამლაგებლები, რომელთა შრომა პანდემიის პირობებში პრაქტიკულად გაორმაგდა. დაბალია სკოლის ბუღალტერის, საქმისმწარმოებლისა და სხვა ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მთავრობის მესვეურთ ახსენდებათ, რომ ანაზღაურების მომატება მათთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს კატეგორია საბოლოოდ დაჩაგრულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი უკმაყოფილებას ყოველთვის ღიად გამოხატავდა ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროს  მუდმივად მოუწოდებდა, მათი სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ რამდენიმე კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: 

„ყველაზე კარგად სამინისტრომ იცის რამდენი საქმე აქვს ადმინიატრაციას! ადმინისტრაციაზე დგას მთელი სკოლა და ასეთი სამარცხვინო და სასაცილო ხელფასებით როგორ უნდა ვირჩინოთ თავი! არაადამიანური შრომა და დაფასება ნული! მხოლოდ მასწავლებლებს რომ ხედავთ სკოლაში სხვა არავინაა დასაქმებული?? ყველაზე დიდი შრომა სწორად ადმინისტრაციამ გასწია ამ პანდემიის პერიოდში რომ მასწავლებლებს ხარვეზების გარეშე ჩაეტარებინათ გაკვეთილები!“

„დავიჯერო სამინისტროში არ ზის ვინმე, ვინც გადახედავს ადმინისტრაციის და ტექ-პერსონალის ხელფასებს?! უბრალოდ დაფიქრდით, რა სამარცხვინო ხელფასები გვაქვს და რამდენი საშრომია! სამინისტროში საქმისმწარმოებელს ან ბუღალტერს 200 ლარი აქვს ხელფასი? უბრალოდ სირცხვილია, ნამდვილად, ყოველ წელს რომ 50 ლარი მოგემატებინათ ახლა ხომ ნორმალური ანაზღაურება გვექნებოდა“.

„ჩვენ რა ვქნათ დამლაგებლებმა, სირცხვილით ვერ ვიძახი, რომ მეკითხებიან რამდენი გაქვს ხელფასიო.  144 ლარით დღეს ვინმეს ცხოვრება წარმოუდგენია?“

„ადმინისტრაციის თანამშრომლები უკვე შიმშილის ზღვარზე მიგვიყვანეს“.

იმის გამო რომ საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ სკოლის წარმომადგენლები იმის დასაზუსტებლად, იგეგმება თუ არა მათთვის ხელფასის გაზრდა, გადავწყვიტეთ აღნიშნული საკითხი განათლების სამინისტროსთან გაგვერკვია. 

უწყების პასუხი კი ასეთია: „ადმინისტრაციის ხელფასებთან დაკავშირებით ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში აუცილებლად გამოქვეყნდება ინფორმაცია“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება