სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შანსს აძლევს“ - სამტრედიის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
23-07-2021
-
+


„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი წელს  ონლაინ რეჟიმში ტარდება, თუმცა ინტელექტუალურ ბრძოლის ჟინს მოსწავლეებში ეს რეალობა არ ანალებს. ამჯერად ჩემპიონატმა სამტრედიის „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

სამტრედიის „ეტალონი მოსწავლე“ ნაბაკევის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი თორნიკე აბზიანიძე გახდა. მან გამარჯვება 85 ქულით მოიპოვა.

„პირველად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა, არ იყო ძალიან რთული, დიდი დროც არ დამჭირვებია, სწრფად ვპასუხობდი“,- ამბობს სამტრედიის „ეტალონი მოსწავლე“ თორნიკე აბზიანიძე. იგი გამარჯვებით გახარებულია. როგორც გვეუბნება, ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მისთვის ვინმეს ეჯობნა და მეორე ან მესამე ადგილს უფრო ელოდა, თუმცა მან სამტრედიის მუნიციპალიტეტში უმაღლესი ქულა დააგროვა და ახლა ფინალისთვის ემზადება.

„ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას ულოცავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია:

„მინდა მივულოცო გამარჯვებულს და წარმატებები ვუსურვო, ეს იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ, მისთვისაც დიდი სტიმული იქნება და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლე წარმატებას აღწევს“, - ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია.

მიღებული შედეგით კმაყოფილია ნაბაკევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჯამბურიაც. მისი თქმით, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შანსს აძლევს:

„კონკურსი მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, შესაბამისად, უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და თავიანთი ცოდნის გამოვლენის შანსი ეძლევათ. ეს აღიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ძალიან მომწონს „ეტალონი“ და აქტიურად ვართ ჩართული.

დისტანციური ფორმატი ბევრად უფრო მისაღები აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც უფრო მარტივად მოახერხეს ბავშვებმა ჩართვა“.

ინტელექტ-ჩემპიონატს დადებითად აფასებს სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი. იგი ჩემპიონატში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების აქტიურ ჩართულობაზე საუბრობს:

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები წლების განმავლობაში აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“კონკურსში და არაერთი გამარჯვებული გვყავს.

მივესალმები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“. რაც უფრო ხშირი იქნება მსგავსი კონკურსები, ბავშვებიც არ მოდუნდებიან, უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ. წამახალისებელი ჯილდოები ბავშვებისთვის მისაღებია, კარგად მოქმედებს მათ განვითარებაზე და უფრო მეტად მოტივირებული არიან“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი გურანდა გურგენიძე აღნიშნავს, რომ კონკურსის დისტანციური ფორმატი მისაღები აღმოჩნდა და მასში მონაწილეობით დაინტერესებული მოსწავლეების რაოდენობა დიდია.

„კონკურსით ძალიან დაინტერესებული არიან ბავშვები და აქტიურობაც შესაბამისი იყო. ძალიან კმაყოფილი ვართ, ეს კონკურსი ნიჭიერების აღმოჩენას უწყობს ხელს, აგრეთვე ახალგაზრდების წარმოჩენას, წახალისებას, მოტივირებას“.

ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი 28 ივლისს გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება