სიახლეები
სიახლეები

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნება
20-10-2016
-
+


2016 წელს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნება. 
დღეს, ამ თარიღთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი და იურიდიული ფაკულტეტი, გამოფენას მართავს.  

ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფები გამოიფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალერეაში. 

ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, სამართლებრივ ტერმინოლოგიას, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვ.  

ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის ეს მხარე ცნობილია როგორც ისტორიკოსების, ისე იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ჩანაწერები, სამართლევრივი ტერმინოლოგიისა თუ საგულისხმო აქცენტების ათასობით ბარათი, სამართლის ისტორიის სამუშაო ვერსიები ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. 

ეს საარქივო ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში და ნათლად ასახავს თუ რა კოლოსალური შრომა ჩაუტარებია ივანე ჯავახიშვილს ქართული სამართლის ისტორიის დღეს უკვე სამაგიდო წიგნებად ქცეულ ამ გამოკვლევებში.  

სამართლის ისტორიის კვლევის ამსახველ საარქივო დოკუმენტებთან ერთად საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები და საბიბლიოთეკო იშვიათობად ქცეული მისი გამოცემები, ავტორისეული მინაწერებითა და შენიშვნებით. 

დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა თვალი მიადევნოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ საინტერესო ფოტოებს.

გამოფენა გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით.

დასწრება თავისუფალია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება