მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 ივლისს ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კასპის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე აცრის გაკეთებიდან 5 საათში გარდაიცვალა, დირექტორის შვილიშვილი – ნოდარ მახარაძე ტყუილს უწოდებს.
როგორც ნოდარ მახარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ოლია მახარაძე გულის შეტევის დიაგნოზით გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსზე აცრა მას 6 ივლისს გაუკეთდა.
„ეს არის აბსოლიტური ტყული. მე ვარ პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი. სამწუხაროა, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ბებია აიცრა 6 ივლისს და თავს კარგად გრძნობდა. მას მეორე დოზა უწევდა 27 ივლისს. ბებიას ჰქონდა გულის ჩივილები და დადგა კარდიული სიკვდილი. ვაქცინა აქ არაფერ შუაშია,“ – აღნიშნა ნოდარ მახარაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა