მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ცისანა შერგილაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ერთ-ერთი გამარჯვებულია.
იგი სამცხე-ჯავახეთში კითხვის (ქართული ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 16 ივლისს თბილისში გაიმართა. ჯილდო ცისანას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიის ელჩმა კელი დეგნანმა გადასცა.
„რაც არ უნდა წარმატებული იყოს მასწავლებელი, ვერაფერს გახდება მარტო. „სასწავლო პროცესში საკმარისი არ არის მხოლოდ წარმატებული მასწავლებლის ძალისხმევა. ყველა ერთად - მშობლები, მასწავლებლები, დირექცია უნდა ზრუნავდეს მოსწავლისთვის საუკეთესო განათლების მისაცემად. მადლობას ვუხდი მშობლებს სასწავლო პროცესში თანამშრომლობისთვის და ჩემს მოსწავლეებს. ასევე იმ ადამიანებს, ვინც ამ კონკურსისთვის საჭირო რეკომენდაციები გამიწიეს: ჩვენი სკოლის სპეციალურ მასწავლებელს სოფიო ნიშნიანიძეს და მოსწავლის მშობელს მარიკა ნარიმანიშვილს, პროგრამის ხელმძღვანელებს, ჟიურის წევრებს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, USAID პროექტის მენეჯერს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქალბატონ ირმა ქურდაძეს.
მადლობა წამახალისებელი პრიზისთვის (პლანშეტი) სასტუმრო მონოგრაფს და მის გენერალურ მენეჯერს ქალბატონ ნატალია ბერიაშვილს!
ასეთი კონკურსები ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, დიდი სტიმულის მომცემია და ვისურვებდი ჩვენს პედაგოგებს ამგვარად თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომავალშიც ბევრჯერ ჰქონოდეთ“, - ამბობს პედაგოგი ცისანა შერგილაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი ნაწარმოებები
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე