მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია, სკოლამ მაინც შეძლო და ეს წელი მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობით დატვირთა.
ერთ-ერთი ბოლო პროექტის თემა, რომელიც სკოლაში ჩატარდა დედა ენა იყო. მასში პედაგოგ ნათელა ზაქარეიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის მე-7 კლასელი მოსწავლე ნინო გერაძე მონაწილეობდა.
შემდეგნაირი იყო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროეტის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ უპასუხონ შემდეგ კითხვებს:
1. რა არის დედა ენა?
2. რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენა შენთვის?
3. თუ შეგიძლია გაუკეთო ანალიზი მოთხრობას - „უკანასკნელი გაკვეთილი“
4. ქართული მარტო ენაა?
პროექტი წარმატებით დასრულდა. გთავაზობთ მეშვიდეკლასელი ნინი გერაძის პროექტის ფარგლებში მომზადებულ თემას:
„ქართული ენა - ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა, ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ნაციონალურ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები, - უძველესი ხანიდან მოყოლებული, - ყველა საფეხური, რომლებიც განვლო მისი კულტურის განვითარებამ, ამიტომ ხალხის მდიდარი წარსული, მისი კულტურის ინტენსიური განვითარება თავდებია ამ ხალხის ენის სიმდიდრისა და მძლავრი განვითარებისა.
ქართული ენა ქართველი ტომების საერთო ენაა. იგი აერთიანებს ქართველი ერის უმთავრეს ტომებს: ქართებს, მეგრელ-ჭანებს (ზანებს) და სვანებს. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ცნება „ქართული ენისა“ შეიცავს როგორც საკუთრივ ქართულ ენას, ისე მეგრულ ჭანურს (ზანურს) და სვანურს, თუმცა ვიწრო ლინგვისტური გაგებით მეგრულ-ჭანური (ზანური) და სვანური „ენებია“ (ქართველურ ენებად იწოდებიან. ისინი საერთო ქართული ფუძეენის დიფერენციაციის შედეგს წარმოადგენენ). ქართველი ერი ამ სამი უმთავრესი ქართველური ტომის ერთობლიობაა; ქართული ენა მთელი ქართველობის გამაერთიანებელია.
ქართველი ტომების კომპაქტურობა ძველი საუკუნეების მონაპოვარია. შუა საუკუნეებში ამ კომპაქტურობას და ერთიანობას საგრძნობლად შეუწყო ხელი ქართველი ტომების არსებობამ ერთ სახელმწიფოში და ქართული ენის მიღებამ საერთო ეროვნულ სალიტერატურო ენად.
ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენდა.
ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო შემკრავი და შემადუღებელი მთელი ქართველობის ისტორიული განვითარების პროცესში.
ქართული სალიტერატურო ენა წარსულ საუკუნეებში საფუძველს უქმნიდა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისმოყვარეობას.
ქართული ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ცივილიზებულ ენებს. ამ ენაზე შეიქმნა ისტორიულ წარსულში უმდიდრესი ლიტერატურა - როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი. ეს ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: საეკლესიო-რელიგიური, ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საერო, ისტორიული, სასწავლო ხასიათისა და სხვ.
ქართულმა ენამ შემოგვინახა ისეთი თხზულებები ბიზანტიური მწერლობისა, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია, მათი აღდგენა კი შეიძლება მხოლოდ ქართული თარგმანებით; ქართულ ენაზე შემონახული ცნობები ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის შესახებ ავსებენ და სულ ახალ ასპექტში აშუქებენ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას; ქართულ ენაზე დაცულია ცნობები ბიზანტიური მწერლობის სრულიად უცნობი მწერლების შესახებ; ბიზანტიური ლიტერატურის ზოგი ნაწარმოები ქართულ ენაზე მოღწეულია ისეთი ვარიანტებით, რომლებიც სხვა აზრსა და მნიშვნელობას აძლევენ ამ ნაწარმოებებს. ამასთანავე ქართველი ხალხის კულტურული სახე ვერ მოთავსდება ხალხთა ბერძნულ-ქრისტიანული ოჯახით შემოსაზღვრულ ჩარჩოებში. ქართულმა მწერლობამ სპარსული, არაბული და სირიული ლიტერატურის უძვირფასესი ძეგლებიც შემოგვინახა. მაგალითად, ქართველებმა მე-12 საუკუნეში სპარსულიდან თარგმნეს სპარსული ლიტერატურის შედევრი „ვისრამიანი“. ქართული ვარიანტი სრულიად უნიკალურია და, ამდენად, დიდი ინტერესის შემცველი სპარსული ლიტერატურის თვალსაზრისით. დიდი ხანი არ არის რაც თეირaნში დაიბეჭდა „ვისრამიანის“ ტექსტი ქართული ვარიანტით გამდიდრებული, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწარმოების თავდაპირველი ტექსტის აღდგენისათვის.
1978 წლის თაობამ, საკუთარ თავზე აიღო ქართული ენის დაცვა!
და ამ ახალგაზრდობამ, რომელმაც მოახერხა, რომ ასი ათასი ადამიანი შემოიკრიბა თავის გარშებო,იმ დღეს დაიცვა ის ენა რომლითაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. დაიცვა საკუთარი სიცოცხლის ფასდ, ყოველ შემთხვევაში საფრთხის შექმნის ფასად, დაიცვა მოსალოდნელი აგრესიის შიშის ფასად!
ამ დღის შემდეგ რამდენიმე ხანში, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ბაღს დედაენის ბაღი ეწოდა, სადაც დგას და კიდევ იდგება ელგუჯა ამაშუკელის მიერ შესრულებული ძეგლი დედაენის ძეგლი.
სიტყვა დედა ენა როგორც ჩვენი ენის აღმნიშვნელი სიტყვა იაკობ გოგებაშვილმა გვაჩუქა, როდესაც მან დაწერა წიგნები წერა კითხვის დამწყებთათვის.
როდესაც ქართულ ენაზე და საერთოდ მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ და განვიხილოთ ალფონს დონეს-„უკანასკნელი გაკვეთილი“
ეს მოთხრობა მოგვითხრობს საფრანგეთში მცხოვრებ პატარა ფრანცზე. ფრანცს არასდროს უყვარდა სკოლაში სიარული, მას თევზაობა და მინდვრებში ნავარდი ერჩივნა, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. დილით ფრანცმა სკოლაში დაიგვიანა და ძალიან განიცადა ეს. ყველაფერი ჩაჩუმებულიყო. მის კლასში სოფლის მოხუცები და ბავშვები იყვნენ, სულ პატარებიც კი წყნარად ისხდნენ, ფრანცი კლასში შევიდა შიშით მაგრამ მისმა მასწავლებელმა, ბატონმა ამელმა წყნარად უთხრა რომ თავისი ადგილი დაეკავებინა. ფრანცი მალევე გაერკვა მდგომარეობაში და მიხვდა რაშიც იყო საქმე. ეს იყო მათი უკანასკნელი გაკვეთილი ფრანგულ, მშობლიურ ენაზე. მოთხრობაში გამოხატულია ის ტრაგიკული გრძნობები და მოქმედებები. მისი მასწავლებელი საკვირაო სამოსში იყო გამოწყობილი რადგან...ამ დღის შემდეგ ის საფრანგეთიდან წასვლას აპირებდა თავის პატარა დასთან ერთად. ბოლოს...გაისმება ხმა, ხმა რომელიც ყველასთვის ძალიან დრამატული იყო, არა მხოლოდ ფრანცისთვის და ბატონი ამელისთვის, არამედ ჩემთვის, და ვფიქრობ ყველა მკითხველისთვის,...გერმანელების ხმა. არავინ მოელოდა იმ წუთას იმას. ბატონმა ამელმა ბავშვებს ხელით ანიშნა რომ გაკვეთილი დამთავრებული იყო...თვითონ კი მიბრუნდა დაფისკენ...ტირილი დაიწყო, ჩვენც, ჩვენც უნდა ვიყოთ ქართული ენის დამცველები, რადგან ჩვენს ენას მსოფლიო ენებს შორის საპატიო ადგილი უკავია!
უნდა ვიყოთ პატრიოტები და ქართული ენის ფხიზელი დამცველები!
”ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო.“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...