სიახლეები
სიახლეები

„შეიძლება ეს იყოს გაცილებით ადრე“ - როდის გამოცხადდება ეროვნული გამოცდების შედეგები?
26-07-2021
-
+


როდის გახდება ცნობილი ეროვნული გამოცდების შედეგები? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე დეტალებზე საუბრობს. მისი განმარტებით, ნამუშევრების გასწორება უკვე დაწყებულია, შედეგები კი 15 აგვისტომდე გახდება ცნობილი.

გორგოძის თქმით, ცენტრი მაქსიმალურად ეცდება, რომ ჩარიცხვები დროულად გამოცხადდეს და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაწილი დასრულდა, წელს ფაქტობრივად, ორჯერ ვატარებთ გამოცდებს როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და მაგისტრებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი სესიები აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გამოცდის დღეს კოვიდის დიაგნოზის გამო ვერ გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში, ეს პროცესი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც.

შედეგებს გამოვაცხადებთ აგვისტოს პირველ ნახევარში. აბიტურიენტებისთვის დაახლოებით 2-3 აგვისტოს დასრულდება სესიების ჩატარების პროცესი, მაგრამ გასწორება უკვე მიმდინარეობს პარალელურად ასე რომ, სრულად რომ დასრულდება ეს პროცესი, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება და ვფიქრობ, 15 აგვისტომდე აუცილებლად გამოვაცხადებთ შედეგებს. შეიძლება ეს იყოს გაცილებით ადრე, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის თქმა შეუძლებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, ჩარიცხვები ისეთ დროს გამოვაცხადოთ, რომ არ დაგვიანდეს სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად ვეცდებით წელს სასწავლო პროცესი დაიწყოს ისე დროულად, როგორც ეს იყო შარშან“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გამოცდებზე აპლიკანტები მაქსიმალურად იცავდნენ რეგულაციებს და არცერთი საგამოცდო ცენტრი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო, მისივე თქმით, ქართულის გამოცდაზე დამატებითი სესია კორონავირუსის დადასტურების გამო 100 აბიტურიენტს დასჭირდა, უცხოურ ენებზე - 70 აბიტურიენტს, მათემატიკაზე კი - 30-ს. გორგოძის განმარტებით, ეს არაა საგანგაშო მაჩვენებელი, თუმცა შარშან მთელი თვის მანძილზე ორი ინფიცირებული იყო, რაც გაცილებით დაბალი მაჩვენებელია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება