მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩინეთის ზოგიერთი პროვინციის მთავრობამ მშობლები დაავალდებულა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, რათა მათმა შვილებმა სექტემბერში სკოლაში დაბრუნება შეძლონ, - ამის შესახებ ВВС წერს.
„მათ, ვისაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, უნდა იჩქარონ და აიცრან, რათა ბავშვების სკოლაში დაბრუნებაზე გავლენა არ მოახდინონ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გუანსის პროვინციაში ამ კვირაში გამოქვეყნდა.
სხვა პროვინციების, მათ შორის ძიანსის და ჰენანის მთავრობებმა ანალოგიური დირექტივები გასცეს, რომლებშიც ნათქვამია რომ, სექტემბერში საკლასო ოთახებში მხოლოდ ის მოსწავლეები დაიშვებიან რომელთა ოჯახის წევრებიც აიცრენ.
გარდა ამისა, რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებს განუცხადეს, რომ აცრა აუცილებელია საზოგადოებრივი ადგილების - მათ შორის საავადმყოფოების და სუპერმარკეტების სტუმრობისას.
კერძოდ, ჰანჩენში, შენსის პროვინციაში აუცრელ მოსახლეობას აგვისტოდან სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების სტუმრობას აუკრძალავენ.
ჩინეთი ასევე შეუერთდა იმ ქვეყნებს, კერძოდ საფრანგეთისა და საბერძნეთს, რომლებმაც გარკვეული სექტორის თანამშრომლებისთვის COVID- აცრა სავალდებულო გახადეს.
ამ გადაწყვეტილებებს აქტიურად აკრიტიკებენ სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც შეზღუდვებს „უსამართლობად“ მიიჩნევენ. „თავდაპირველად თქვეს, რომ აცრა ნებაყოფლობითი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ სავალდებულოა“,- დაწერა Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
ჩინეთმა უკვე გამოიყენა COVID-19-ის ვაქცინის 1,4 მილიარდი დოზა. საერთო ჯამში მთავრობა წლის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის 64%-ის აცრას გეგმავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება