სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ინტელექტ- ჩემპიონატი „ეტალონი“ საკუთარი თავის გამოსაცდელად ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო“ - ხელვაჩაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლენილია
25-07-2021
-
+


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებს ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, პროექტი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულები და ერთმანეთს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ფინალური ტური 28 ივლისს, ასევე დისტანციურ რეჟიმში  გაიმართება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა და ის, ჭარნალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ხატია აბაშიძე გახდა, რომელმაც 82 ქულით გაიმარჯვა:

„ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად მივიღე მონაწილეობა და  საკუთარი თავის გამოსაცდელად ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. კითხვებიც ძალიან ზომიერი და საინტერესო იყო. რაც შეეხება ფორმატს, ვფიქრობ, ონლაინ რეჟიმში კონკურსის ჩატარება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, მშვიდად ვიყავი და უსაფრთხოც იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი ვარ“.

გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ბერიძემ მიულოცა:

„ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი მოსწავლე ჰყავს ჭარნალის საჯარო სკოლას. ხატიას სამომავლოდ მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ჩვენი სკოლა „ეტალონის“ კონკურსში სულ იღებდა მონაწილეობას და მადლობის სიგელები მოგვდიოდა, თუმცა წელს ასეთი დიდი გამარჯვება პირველად დაფიქსირდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემპიონატის ორგანიზატორებს, რომ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოსცადონ“.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან დევაძემ:

„პანდემიის მიუხედავად კონკურსში აქტივობა მაღალი იყო. კონკურსი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ამისთვის მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი წლებია „ეტალონის“ კონკურსში აქტიურად ჩართულია და ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კიდევ მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება კონკურსში. იმედი გვაქვს, მომავალ წელს, პანდემიის გადავლის შემდგომ პროექტი ძველებური, ტრადიციული ფორმატით ჩატარდება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება