„დედამიწის საათი“ თამარიანის საჯარო სკოლაში სიმბოლური ღონისძიებით აღნიშნეს
07-12-2017
დაკოპირებულია
-
+
„დედამიწის საათი“ რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ, თამარიანის საჯარო სკოლაც შეუერთდა. თამარიანის სკოლის დევიზი „ჩააქრე სინათლე ერთი საათით, გამორთე ყველა ელექტრომოწყობილობა, აჩუქე ერთი საათი დედამიწას“ იყო.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პედაგოგი ნინო სეთურიძე ხელმძღვანელობდა. თითოეულმა მოსწავლემ გულთან მიიტანა კამპანიის სლოგანი და აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში.
მათ სიმბოლურად სანთლები დაანთეს და შეეცადნენ დაეზოგათ ელექტროენერგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედამიწის გადარჩენაში, გლობალური დათბობისა და სხვა არასასურველი ეკოლოგიური პროცესების შესაჩერებლად.