მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტი ხელოვანები ახმეტიდან გრძელდება. ახმეტის კულტურის ცენტრი განაგრძობს ადგილობრივი ხელოვანების საზოგადოებისთვის გაცნობას. ისინი ამჟამად, წარმოგვიდგენენ მაია კახოიძეს, რომელიც თუშური ფარდაგების ოსტატია.
მაია კახოიძე სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს. ქსოვა დამოუკიდებლად 20 წლის ასაკიდან დაიწყო. ამბობს, რომ ეს საქმიანობა, ფაქტობრივად, თავისთვის შემოსავლს ერთადერთი წყაროა. ქსოვს თუშურ ფარდაგებს. თავის ნაშრომს კი როგორც ადგილობრივები, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები პირებიც ყიდულობენ. ზოგჯერ შეკვეთას აძლევენ, თუ როგორი ფარდაგი უნდათ რომ მოუქსოვონ. ნაქსოვს მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით ღებავს და ამითაც ერთგვარად ტრადიციას აგრძელებს.
ფარდაგების ოსტატი სირთულეებზეც გვესაუბრება:
„ოთახი მინდა რომ ცალკე მოაწყო, მაგრამ ფინანსები არ მაქვს და ვერ ვაკეთებ ცალკე ოთახს. ძირითადად ამ ნაქსოვებით ვცხოვრობ. თუ ვინმე დამაფინანსებდა მადლობელი ვიქნებოდი“,- ამბობს მაია კახოიძე.
იმ ადამიანების გაცნობა, ვინც ტრადიციულ საქმიანობას აგრძელებს მნიშვნელოვანია, რადგან ამით კიდევ უფრო მეტად ეწყობა ხელი საქმის პოპულარიზაციას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები