მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს სამაგისტრო გამოცდებზე აპლიკანტებს წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა ჰქონდათ. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდები წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მომდევნო დღეს კი ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.
სამაგისტროს მსურველებმა გამოცდაზე მოსული საკითხების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტესტი მარტივი ნამდვილად არ იყო.
„ჩემს სექციაში იყო ერთი - 45 წუთში დაწერა, მაგრამ რა გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ იმდენად მარტივი იყო ამ დროში დაწერდი ნორმალურად. თემა მახსოვს რაც მოვიდა: რეჟისორებმა ფილმებსა და სერიალებში არაპროფესიონალების მოწვევისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს ფილმის ხარისხზეო ამის შესახებ უნდა დაგეწერა, მე არ დავეთანხმე და აღვნიშნე რომ გავლენას არ ახდენს ეს ფილმის ხარისხზე და შესაბამისი მაგალითებიც მოვიყვანე კინო სამყაროდან“;
„ანალიზში შემდეგი შინაარსის ტექსტები იყო მოსული: N რეგიონში იყო ტბა, რომელიც ღირსშესანიშნაობებით იყო გამორჩეული ფრინველების მრავალფეროვნების 20 წლიანი ისტორიით და კარვების და თევზჭერის თემით. მერიამ იმ ადგილზე გააკეთა სკვერი და განაახლა ისტორიული მემკვიდრეობა, ამის გამო ტურისტების რაოდენობა შემცირდაო და გვეკითხებოდნენ რატომ მოხდა ასე. მეორე ტექსტი იყო რეჟისორებმა ფილმებსა და სერიალებში არაპროფესიონალების მოწვევისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ფილმის ხარისხზე მოქმედებს ასეთი გადაწყვეტილებებიო.
ასევე, წაკითხულის გააზრებიდან ტექსტები იყო მოსული ინტელექტის ტიპებზე, მედეა და არგონავტებზე და ტყუილის ამოცნობაზე“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 ივლისს გამოცდაზე 82%-მდე მაგისტრანტობის მსურველი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა. კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღევანდელ სესიებზე არ გამოცხადდა 40-ზე მეტი გამოსაცდელი. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა