TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, მაგრამ სერტიფიცირებული არ ხართ - მოკლე გზა მასწავლებლობამდე
27-07-2021
-
+


როგორ უნდა მოიქცეთ თუ სკოლაში დასაქმება გსურთ, მაგრამ სერტიფიცირებული არ ხართ? - მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად რამდენიმე გზა არსებობს.

თუ პროფესიით პედაგოგი ბრძანდებით და დიპლომშიც მასწავლებელი გიწერიათ, თქვენთვის სკოლაში დასასაქმებლად ყველაზე მოკლე გზა იმ საგნის გამოცდის ჩაბარებაა, რომლის სწავლებაც გსურთ.  თუ განსხვავებული პროფესია გაქვთ და გვიან აღმოაჩინეთ, რომ მასწავლებლობა თქვენი მოწოდებაა, არც ესაა ხელისშემშლელი ფაქტორი, თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ მასწავლებლის გამოცდა შემდეგ კი უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე ისწავლოთ ერთი წელი, რომლის დასრულების შემდეგაც სკოლაში დასაქმებისთანავე მოგენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ არც მასწავლებლის გამოცდა გაქვთ ჩაბარებული და არც პროფესიით პედაგოგი ხართ, მაგრამ სკოლაში დასაქმება გსურთ?

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ბედი მაინც სცადოთ და ვებ-გვერდზე http://teacherjobs.ge დარეგისტრირდეთ. აღნიშნულ საიტზე პედაგოგებისთვის განკუთვნილი ვაკანსიები იდება, თუ სკოლა ვერ შეარჩევს კომპეტენტურ, სერტიფიცირებულ პედაგოგს, დირექტორს უფლება აქვს, დაასაქმოს მასწავლებლობის მსურველი, რომელიც სკოლაში დასაქმების შემდეგ მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთვება. ასეთ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი და მაძიებლობის კურსის გავლის პარალელურად, ორი წლის ვადაში უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებიდან ორი წლის შემდეგ ხელშეკრულება გაუუქმდება.

მასწავლებელად დასაქმების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ბაკალავრის დიპლომი.

ასევე იხილეთ: მასწავლებლის მომზადების 1-წლიანი პროგრამა თუ მაძიებლობის კურსი? - დადებითი მხარეები და სირთულეები 

როდის დაიწყება მიღება მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე? - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება