მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სვანიძე ერთ-ერთია ვისმა სოციალური მეწარმეობის პროექტმა გრანტი მიიღო.
მოსწავლე პროექტში - „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” მონაწილეობდა.
პროექტი სკოლის მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავს მიზნად.
პროექტს „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.
RDFG-იმ „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში 37 წარმატებულ მონაწილეს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე