მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიო რეკორდი ერთ მატჩზე გატანილი გოლების მიხედვით, მადაგასკარის საფეხბურთო გუნდმა „Stade Olympique de L’Emyrne (SOE)”-მა მოხსნა.
2002 წელს მისმა მოთამაშეებმა 149 გოლი გაიტანეს, თანაც საკუთარ კარში.
მადაგასკარის 2002 წლის ჩემპიონატზე „SOE“-ის ფეხბურთელებმა და ტრენერმა არასამართლიანად მიიჩნიეს მსაჯის გადაწყვეტილება პენალტის დანიშვნის გამო. ამ შემთხვევაში ისინი კარგავდნენ შანსს ჩემპიონატის მოგებისა. ნახევარფინალში მათ საკუთარ კარში 149 გოლი გაიტანეს და ასე გამოხატეს პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ.
შედეგად, „SOE“-ს ტრენერმა 3 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, გუნდის ოთხ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე თამაში აუკრძალეს და მატჩის ყველა მონაწილეს, ორივე გუნდიდან, გაფრთხილება მისცეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს