სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„მასწავლებლების დიდი ნაწილი პროფესიული გადაწვის ზღვარზეა“ - რა წერია კვლევაში
28-07-2021
-
+


„ბევრი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი პროფესიული გადაწვის ზღვარზეა, რაც აისახება მოსწავლეებთან ნეგატიურ კომუნიკაციაში და ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესის მართვაში“, - ამის შესახებ განათლების კოალიციის კვლევაში - „COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება“ წერია.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, მასწავლებლებისთვის ამ მიმართულებით მხარდაჭერის რაიმე სერვისი არ ამოქმედებულა, რაც, ექსპერტების შეფასებით, აუცილებლად იმოქმედებს ახალ სასწავლო წელზეც.

კვლევაში ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტირებასა და სასწავლო გეგმების ონლაინ სწავლების ფორმატის მორგებაზეა საუბარი.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული მასწავლებლების, დირექტორებისა და სპეციალისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, სასწავლო გეგმებზე მუშაობა მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო პანდემიამდეც და დისტანციური სწავლების პროცესშიც.

„გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, თავისი არსით, აგებულია ცნებების და საბაზო მიზნების მიღწევის ლოგიკით, კურიკულუმის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ძველი ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებით, მასწავლებლებს შედარებით მარტივად უნდა განესაზღვრათ პრიორიტეტები და სამიზნე ცნების მიხედვით აერჩიათ თემატური ერთეული. თუმცა, მასწავლებლების ფოკუს ჯგუფებში, როგორც ახალი, ასევე ძველი კურიკულუმის შემთხვევაში, სკოლის დონეზე სასწავლო გეგმის შემუშავება-ადაპტირების პროცესი გამოწვევებით მიმდინარეობდა. რესპონდენტი მასწავლებლები ხშირად ახსენებდნენ ტერმინს „სასწავლო მასალის დაფარვა“, რაც გვაფიქრებინებს, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი ტრადიციული მიდგომით აგრძელებდა სწავლებას, მათ შორის, იმ საფეხურზე და საგნებშიც, რომლისთვისაც ახალი, ცნებებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე არსებობდა. სასწავლო დანაკარგების მოცულობის განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, საგულისხმოა, რომ გამოკითხული მშობლების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მასწავლებლები, რომლებიც ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ სახელმძღვანელოს და ტრადიციული ფორმით უძღვებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ატარებდნენ გამოკითხვას, უკეთ ართმევდნენ თავს დისტანციურ სასწავლო პროცესს, ვიდრე ის მასწავლებლები, რომლებიც მრავალფეროვან და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს იყენებდნენ.

კურიკულუმზე მუშაობის დაბალი მზაობა ასევე გამოიხატება კომპლექსური დავალებების შექმნასა და გამოყენების პრაქტიკაში. კერძოდ, 2020 წელს, UNCIEF და განათლების კოალიციის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, რაც უფრო დაბალი კომპეტენციისაა მასწავლებელი და რაც უფრო ცუდად იცნობს ახალ ეროვნულ გეგმას, მით უფრო დიდ რისკს ხედავს, რომ კომპლექსური დავალებების, და მათ შორის ონლაინ კომპლექსური დავალებების შესრულებას დამატებითი დრო სჭირდება. ამასთან, ასეთი მასწავლებლები უფრო შემაჯამებელი/განმსაზღვრელი შეფასების ფორმად აღიქვამენ კომპლექსურ დავალებებს და არა სასწავლო რესურსად, სადაც შეფასება ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ეტაპია.

ამ შემთხვევაშიც, კურიკულუმზე მუშაობის უკეთესი მზაობა ჰქონდათ მასწავლებლებს, რომლებიც კარგად იცნობენ კომპლექსურ დავალებას, ახალი სკოლის მოდელში არიან ჩართულები ან თავად არიან ამ მიმართულებით ტრენერები. ამ შემთხვევაში, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ დისტანციური სწავლების ფარგლებში შეამცირეს სამიზნე ცნებების რაოდენობა და მაქსიმალურად ფოკუსირდნენ საკვანძო ცნებების სწავლებაზე.

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება:

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც მასწავლებლების კომპეტენციასთან არის დაკავშირებული, განმავითარებელი შეფასების სწორად გამოყენებას უკავშირდება. კვლევის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ განმავითარებელი შეფასება დღემდე ვერ იქცა მასწავლებლების ყოველდღიური პრაქტიკის ორგანულ ნაწილად. დისტანციური სწავლების პერიოდში კი განმავითარებელ შეფასებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ერთი მხრივ, უზრუნველეყო მოსწავლის პროგრესის და სასწავლო მიღწევების შეფასება და დახმარებოდა მას სასწავლო მიზნების მიღწევაში და, მეორე მხრივ, წაეხალისებინა დამოუკიდებელი სწავლა და დისციპლინა.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების უმრავლესობა Teams-ით ან სხვა საშუალებით უგზავნიან მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარს, კომენტარები არ იყო სრულყოფილი და ორიენტირებული იყო მოსწავლის შექებაზე ან მიღებული ქულის განმარტებაზე.

პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა 340 დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარების და საგაკვეთილო პროცესში ეფექტური გამოყენებისთვის. მასწავლებლები იყენებდნენ მზა კომპლექსურ დავალებას, ხოლო ტელესკოლის ფარგლებში მომზადებულ გაკვეთილებს, იყენებდნენ როგორც სარეკომენდაციო სანახავ მასალას. თუმცა, ტრენინგ მოდულებში შედარებით ნაკლები აქცენტი კეთდებოდა მოსწავლეთა მოტივაციაზე, მათი შეფასების მეთოდოლოგიაზე და განმავითარებელი შეფასების მიწოდებაზე, რასაც აღნიშნავდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე კვლევაში მონაწილე სპეციალისტები. ასეთი სახის რესურსები არ იყო ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

სპეციალისტები იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლების ფარგლებში მასწავლებლების მზაობის ცვლილება მხოლოდ ტექნიკური მზაობის გაზრდით შემოიფარგლა და არა დისტანციური სწავლების პედაგოგიკის თვალსაზრისით, რაც აისახებოდა იმაზე, რომ მასწავლებლები დიდწილად ორიენტირებულები იყვნენ სასწავლო პროცესის უცვლელად პროგრამა Teams-ში გადატანაზე და ნაკლებად ახალი სწავლების ფორმატის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებაზე.

და ბოლოს, მასწავლებლებს უწევდათ ძლიერი სტრესის ქვეშ მუშაობა, რასაც აღწერდნენ სხვადასხვა ფორმატის ინტერვიუს, დისკუსიის, მათ შორის საჯარო შეხვედრების ფარგლებში. სამუშაოს მოცულობისა და სიახლეებთან შეგუების სირთულეების გარდა, მასწავლებლების დიდი ნაწილი ასევე წარმოადგენს კორონა ვირუსის რისკ ჯგუფს (ასაკის ნიშნით), რაც აორმაგებდა მათ სტრესს და შფოთვას.

ბევრი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი პროფესიული გადაწვის ზღვარზეა, რაც აისახება მოსწავლეებთან ნეგატიურ კომუნიკაციაში და ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესის მართვაში. მიუხედავად აღნიშნულისა, მასწავლებლებისთვის ამ მიმართულებით მხარდაჭერის რაიმე სერვისი არ ამოქმედებულა, რაც, ექსპერტების შეფასებით, აუცილებლად იმოქმედებს ახალ სასწავლო წელზეც“, - წერია კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

პიროვნება

 „მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა ლიტერატურული საღამოები, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან მეგობრულები, მოსიყვარულეები“

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას. თითოეული წევრის აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში“

სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ილია იყო, არის და იქნება ერის საამაყო შვილი

საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება