სიახლეები
სიახლეები

თბილისის, აჭარის რეგიონისა და სხვა დიდი ქალაქების მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს განსაკუთრებით დაზარალდნენ - კვლევა
01-08-2021
-
+


კვლევა - „COVID19-ის გავლენა სასკოლო განათლების სისტემაზე: პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასება“ განათლების კოალიციამ მოამზადა. მასში დისტანციური სწავლების პერიოდში სასწავლო დანაკარგებსა და უთანასწორობაზეა საუბარი. როგორც კვლევის შედეგებით ირკვევა, 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის რეგიონის, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების მოსწავლეები. 

„დისტანციური სწავლების პროცესი ქვეყნაში განსხვავებულად წარიმართა, თუმცა ყველა მოსწავლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ასევე სასწავლო დანაკარგების პრევენციის უზრუნველყოფა სისტემის დაბალი მზაობისა და მართვის ხარვეზების გამო სათანადოდ ვერ განხორციელდა. დისტანციური სწავლების პროცესის ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის მიხედვით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა უნივერსალური და ინკლუზიური ჩართულობის უზრუნველყოფასთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა არაეფექტიანი იყო ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის: ბავშვები სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები (განსაკუთრებით აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები), სსსმ მოსწავლეები.

სასწავლო დანაკარგების უთანასწოროდ განაწილებაზე გავლენა იქონია, როგორც მოსწავლესთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა (სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მდებარეობა, სახელმწიფო ენის ფლობა), ასევე სკოლასთან დაკავშირებულმა ფაქტორებმაც (მდებარეობა, რესურსები და მხარდაჭერა სკოლის დონეზე).

სასწავლო დანაკარგების უთანასწორობა მეტად გამოიხატა ციფრულ უთანასწორობაში. დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარების მიუხედავად, ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დროული და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეული სკოლების ან/და კერძო საქველმოქმედო ინიციატივებს. არაეფექტური რეაგირების კომპენსაცია მატერიალური სახით მოუწიათ შინამეურნეობებს, ინტერნეტისა და ტექნიკის შესყიდვისა და კერძო რეპეტიტორებისთვის დამატებითი სახსრების გაღების ხარჯზე. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებმა ვერ შეძლეს აღნიშნული ხარჯების გაღება და ამის გამო სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდათ წვდომა ონლაინ სწავლებაზე.

სახელმწიფო ენის არცოდნით განპირობებული უთანასწორობა აისახა როგორც მასწავლებლის სწავლების, ასევე მოსწავლის სწავლისა და მშობლის მხარდაჭერის ხარისხზე. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სასწავლო პროცესში ჩართვის პრობლემა შეექმნათ ენობრივი ბარიერის გამო, განსაკუთრებით აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებს. ვინაიდან, რიგ შემთხვევაში, მასალები არ იყო ხელმისაწვდომი აზერბაიჯანულ/სომხურ ენებზე, თიმსის პლატფორმასაც არ აქვს ენობრივი მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობებისთვის, ხოლო არსებული რეკომენდაციები ან ნათარგმნი მასალები მოსწავლეებამდე აღწევდა საშუალოდ 1-2 კვირიანი დაგვიანებით.

სსსმ და შშმ მოსწავლეებისთვის ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართულობა ყველა დასახელებულ ფაქტორთან ერთად კიდევ უფრო რთული იყო, ვინაიდან რიგ შემთხვევებში მშობლებს არ ჰქონდათ სათანადო მზაობა (ფინანსური, ტექნიკური თუ ადამიანური) რომ დახმარებოდნენ შვილებს სწავლის პროცესში.

რაც შეეხება ხელმისაწვდომობას და სკოლასთან დაკავშირებული ფაქტორებით განპირობებულ უთანასწორობას, პირველ ყოვლისა, დისტანციური სწავლების ეფექტიანობისა და სასწავლო დანაკარგების თვალსაზრისით, სკოლები განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლების პერიოდისა და სკოლის მდებარეობიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ 2019-2020 წლის მე-2 სემესტრი განსაკუთრებით რთული იყო მთის და სოფლის/პატარა ქალაქების სასწავლო დაწესებულებებისთვის, ონლაინ სწავლებაში ჩართვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საერთო ჯამში, ქალაქში მდებარე საშუალო და დიდი ზომის სკოლებში მოსალოდნელი სასწავლო დანაკარგი უფრო მაღალი აღმოჩნდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის რეგიონის, თბილისის და სხვა დიდი ქალაქების მოსწავლეები, რადგან ყველაზე ხანგრძლივად ისინი იყვნენ დისტანციური სწავლების რეჟიმში ჩართულები. მეორე მხრივ, ქალაქში თავმოყრილია დიდი სკოლები, რომლებსაც, სხვა სკოლებთან შედარებით, უფრო გაუჭირდათ პროცესის როგორც დისტანციურად, ასევე ცვლების საშუალებით მართვა.

იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 30%-ში ნაწილდება მოსწავლეთა 60%-ზე მეტი, სკოლები, რომლებიც ყველაზე ხანგრძლივად იმყოფებოდნენ დისტანციური სწავლების პროცესში, ყველაზე მეტ მოსწავლეს აერთიანებდნენ და მათი სასწავლო დანაკარგიც მეტია სხვა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე.

სკოლის დონეზე დანაკარგების შესაძლო არათანაბარი განაწილების ერთ-ერთი წინაპირობაა სკოლის მენეჯმენტი და მასწავლებლის დაბალი მზაობა და კომპეტენციები, რაც მოიაზრებს იმას, რომ სკოლებმა, რომლებმაც დროულად შეძლეს სასწავლო ჩავარდნების იდენტიფიცირება, ასევე შეძლეს 2020-2021 წლისთვის უკეთ მომზადება და სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვა.

ამ მხრივ, უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ ახალი სკოლის მოდელის სკოლები, ვინაიდან, გარდა ტექნიკისა და სხვა რესურსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობისა, ახალი სკოლის მოდელში ჩართული მასწავლებლები იღებდნენ დამატებით მხარდაჭერას ესგ-სთან მუშაობის, სასწავლო პროცესის დაგეგმვის და შეფასების, კომუნიკაციისა და ციფრული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, ამ სკოლებში უწყვეტი მხარდაჭერის გამო, ბევრად უფრო დაბალი შეიძლება ყოფილიყო სასწავლო პროცესის ცვლილების შედეგად გამოწვეული სტრესი და გადაწვა, ვიდრე იმ სკოლებში, რომლებიც მარტო უმკლავდებოდნენ ყველა გამოწვევას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო დანაკარგების კონტექსტში სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული უთანასწორობა მხოლოდ იდენტიფიცირებული ჯგუფების პრობლემა არ ყოფილა. მაგრამ აღნიშნული ჯგუფები კიდევ უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ, ვიდრე დანარჩენები და მათი სასწავლო პროცესში შენარჩუნება და დანაკარგის აღმოფხვრა შეიძლება დიდი გამოწვევა აღმოჩნდეს“, - აღნიშნულია კვლევაში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება