მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. ამჯერად, მოსწავლემ, რომან სურმანიძე არაფორმალური განათლების ტრენინგს ონლაინ ფორმატში დაესწრო.
ტრენინგის თემა იყო: არაფორმალური განათლების სფეროს პერსპექტივები და გამოწვევები.
შეხვედრისას ისაუბრეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ რა პერსპექტივები აქვს არაფორმალურ განათლებას.
ონლაინ შეხვედრას შოთა მშვენიერაძე უძღვებოდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის კურსის სტუდენტია.
ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობას უხდის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე:
„დღეს დავესწარი ტრენინგს თემაზე: არაფორმალური განათლების სფეროს პერსპექტივები და გამოწვევები. შეხვედრას უძღვებოდა: შოთა მშვენიერაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის კურსის სტუდენტი; EST-ის ელჩი საქართველოში; რეგიონის მოსახლეობის განათლებისა და განვითარების ცენტრის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი; „ახალგაზრდა მწერლის“ თავჯდომარე; ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციის წევრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. მადლობა ორგანიზაცია „ერთად მომავლისთვის“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ექსკურსიას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე