სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სკოლაში ბავშვებმა უდიდესი სიყვარულით მიმიღეს და მერე ვეღარ დავაღწიე ამ სიყვარულს თავი“ - ბესარიონ სიხარულიძე, თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი
02-08-2021
-
+


გასული სასწავლო წელი ყველა სკოლისთვის დიდი გამოწვევა იყო, ონლაინ სწავლებას, ჰიბრიდული მეთოდი დაემატა და გარდა ამისა, არაერთი რეფორმა განხორციელდა სკოლებში. Etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი, ბესარიონ სიხარულიძე 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს და არსებულს რეფორმებზე საუბრობს.

ბესარიონ სიხარულიძე: მიუხედავად იმისა, რომ იყო გამოწვევები, საკმაოდ საინტერესო წელი გამოვიდა. გასული წლის გაზაფხულზე, როცა პანდემია დაიწყო, ოპერატიულად შევძელით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რისი შესაძლებლობაც სკოლაში არსებულმა ტექნიკურმა ბაზამ მოგვცა. უკვე სექტემბრიდან მომზადებულები შევხვდით ონლაინ სწავლებას. იქამდე მასწავლებლებსაც ჩავუტარეთ ტრენინგები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რადგან რთული მისახვედრი არ იყო, რომ ეს მოკლევადიანი პროცესი არ იქნებოდა. ბუნებრივია, სასწავლო წელი იდეალური და სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ შემიძლია დადებითად შევაფასო. ვთვლი, რომ წარმატებით გავართვით თავი. იმ მოსწავლებზეც ვიზრუნეთ, რომლებიც ტექნიკის არქონის გამო ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში, 20-25 ბავშვი იყო და უზრუნველვყავით ტექნიკით.

- სკოლის ხარჯებით მოხდა ბავშვებისთვის ტქნიკის გადაცემა?

- ჩვენი ხარჯებით ბევრი რამ გავაკეთეთ ამ პანდემიის პერიოდში, მაგრამ უშულოდ ტექნიკას რაც შეეხება, ჩვენ გვყავს მეგობარი ორგანიზაციები, რომელთა პროექტებშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და საკმაოდ კარგი შდეგებიც აქვთ. მათ მივმართე დახმარების თხოვნით და ამის საფუძველზე გადმოგვცეს ტექნიკა. თუმცა, ეს საჩუქრად არ გადაგვიცია მოსწავლეებისთვის - ვათხოვეთ და სასწავლო წლის ბოლოს უკან დაგვიბრუნეს. აღნიშნული ტექნიკა ისევ სკოლაშია და ახალი სასწავლო წლიდან, თუ კი ვინმეს კვლავ ექნება ამ მხრივ პრობლემა, შემდეგ მას დავეხმარებით და ასე იქნება სულ ბრუნვაში. ყველა მასწავლებელსაც არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სახლიდან წარემართა ონლაინ გაკვეთილი ამა თუ იმ მიზეზის გამო. ამიტომ, ჩვენ სკოლაში შევქმენით სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ დისტანციური გაკვეთილების ჩატარებას. პატარებისთვის განსაკურებით მოვინდომეთ, რადგან საკლასო გარემო არ დავიწყებოდათ და მათივე საკლასო ოთახებში დავაყენეთ კომპიუტერები, საიდანაც უტარებოდათ გაკვეთილი, მასწავლებელი დაფასთან მუშოაბდა და ისეთი განცდა ჰქონდათ ბავშვებს თითქოს კლასში იყვნენ.

საერთოდ, როცა ასეთი გამოწვევბის წინაშე ვდგებით, აქ მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის წარმატება არაა - მთელი სკოლის საზოგადოება უნდა დაირაზმოს, რომ კარგი შედეგი აჩვენოს. ჩემი სკოლის შემთხვევაშიც ასე იყო, თითოეული მათგანის თანადგომით შევძელით რთულ პერიოდთან გამკლავება.

- როგორი დამოკიდებულება ჰქოდნათ მასწავლელებს ტრენიგნგების მიმართ, რომელიც „ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის“ ფარგლებში უტარდებოდათ?

- ზოგადად, ნებისმიერ სიახლეს, როგორც მიიტანს სკოლა მასწავლებლამდე, მერე ის ისე განვითარდება და შესრულდება. ჩვენ პედაგოგებს ავუხსენით „ახალი სკოლის მოდელი“, გვქონდა შეხვედრები, დისკუსიები და გავიარეთ დეტალურად თითოეული საკითხი არსებულ რეფორმასთან დაკავშირებით. თუ გვინდა კარგი ეფექტი ჰქონდეს პროექტს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება ეს, კოლექტივთან უნდა გვქონდეს ურთიერთგაგება. ბუნებრივია, მასწავლებლებს ჰქონდათ კითხვები, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კრიტიკული შეფასებები არ ჰქონიათ.

- თავად რამდენად ხედავთ არსებული ტრენინგების აუცილებლობას?

- თვითგანვითარებისთვის აუცილებელია და ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლებს ეს არ სჭირდებათ. იმ პედაგოგსაც კი სჭირდება, ვისაც შეიძლება გავლილი ჰქონდეს მსგავსი ტრენინგი. როცა მასწავლებელი მოტივირებულია, მონდომებულია და თვითგანვითარებისკენ ისწრაფვის, მაშინ მას აუცილებად ექნება სიახლეების მიმართ მიმღებლობა.

- სოცმუშაკების სკოლებში შემოსვლა რას შეცვლის, როგორ ფიქრობთ?

- ბევრ რამეს სასიკეთოდ. მათი სკოლაში შემოსვლა დაგვიანებულიც კი მგონია, კარგი იქნებოდა ცოტა ადრე თუ მოხდებოდა ეს. სკოლაში არის ისეთი პრობლემები, სადაც მათი ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ნამდვილად მივესალმები მათ სკოლაში ყოფნას და დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება, რათა უფრო ნაყოფიერი იყოს მათი მუშაობა სკოლებში. ჩვენც გვქონდა შემთხვევები, როცა მათთვის მიგვიმართავს დასახმარებლად.

- შეგიძლიათ ერთ-ერთი გაიხსენოთ?

- მოსწავლე არ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში და მივმართეთ სოცმუშაკს დასახმარებლად. მათ შეისწავლეს ოჯახური მდგომაორება და გამოკივეთა მშობლების კონფლიქტი. სოცმუშაკს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები და უფლებები აქვს ამ მიმართულებით რომ იმუშოას. ნამდვილად მნიშვნელოვანი როგოლია სკოლასა და ოჯახს შორის. საბედნიეროდ, ეს ამბავი დროული ჩარევით კარგად დასრულდა და პრობლემაც აღმოიფხვრა. ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ გვყავს და ყველაფერი კარგად არის.

- მასწავლებლების გამოცდები დასრულდა. თქვენი სკოლიდან ხომ არ გადიოდა ვინმე?

- დიახ, მაძიებელი, პრაქტიკოსი და სპეცმასწავლებელიც გადიოდა გამოცდაზე. როგორც ვიცი, კმაყოფილები არიან თავიანთი ნამუშევრებით და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩააბარებენ.

- სპეცმასწავლებელბს პირველად მიეცათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა. რამდენად საჭირო იყო მათთვის ეს გამოცდა?

- მათაც მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ და თუ ასეა, რატომ არ უნდა იყვნენ ამ სქემაში ჩართულები. შესაბამსიად ვთვლი, რომ მათაც აქვთ უფლება სტატუსი აიმაღლონ და პროფესიულად წინ წავიდნენ. ჩვენ  31 სსსმ მოსწავლე გვყას. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდი ყურადღება ექცევა ამ მიმართულებას, რაც ქალბატონი ეკა დგებუაძის დამსახურებაა. მადლობა მინდა მას და მთლიანად სამინსოტროს გადავუხადო. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა სკოლებში უკეთესობისკენ.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რომელ ცვლილებებს გულისხმობთ?

- პირველ რიგში ის, რომ სპეცმასწავლებელი ფინანსდებიან. თუ ბავშვს სჭირდება დამხმარე ასისტენტის ვაკანსიას ვაცხადებთ.  ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა რაც ინკლუზიურ განათლებასთან არის დაკავშირებული. პროფესიულ დონეზე ხდება მოსწავლის საჭიროების დადგენა. მთელი გუნდი მათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე და ადაპტაციაზეა ორიენტირებული და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგბი ამ მიმართულებით.

- ცოტა თქვენზეც გვიამბეთ, რამდენი ხანია რაც N39 საჯარო სკოლის დირექტორი ხართ?

- უკვე მეოხთე წელი იწყება, რაც სკოლის სამეურვეო საბჭომ ამირჩია დირექტორად, მანამდე სხვა სკოლაში ვასწავლიდი და მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს. ყველა გადმოსახედიდან შემიძლია სკოლის პრობლემების დანახვა, რაც მეხმარება მის ეფექტურად მართვაში. დიდი სკოლაა და ზოგადად, უპირატესობას ბავშვების უსაფრთხოებას ვანიჭებ. კოლექტივი მყავს ძალიან კარგი და ხელს მიწყობენ ყველანაირად. შესაბამისად, ყველანი ერთად ვაღწევთ წარმატებას.

- რომელ საგანს ასწავლიდით? ახლა გაქვთ საგაკვეთილო საათები?

- არა, გაკვეთილებს არ ვატარებ. ვფიქრობ, სკოლის მართვას ბევრად მეტი დრო სჭირდება. დიდი ხნის წინ ვასწავლიდი ეკონომიკური თეორიის საფუძვლებს, საკმაოდ საინტერესო საგანი იყო. ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი ვიყავი. ეს დაახლოებით 15-16 წლის წინ იყო.

- პედაგოგობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ბებია მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი და მისი გავლენაც იყო. როდესაც გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი ეს კარგად მქონდა გააზრებული, მაშინ ახალგაზრდა კადრების დეფიციტი იყო, ესეც წინაპირობად იყო ჩემი პროფესიული არჩევანის. ადრე მასწავლებლების გულგრილი დამოკიდებულების გამო, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა მოსწავლეს უთქვამს უარი მათემატიკოსობაზე, ბილოგობაზე და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს რომ ვუყურებდი გული შემტკიოდა, მინდოდა რაღაც შემეცვალა და ჩემი წვლილი შემეტანა, ამიტომ გავხდი მასწავლებელი. იმდენად იშვიათი იყო სკოლაში ახალგაზრდა კადრი, რომ მივედი ყველას ძალიან გაეხარდა, ბავშვებმა უდიდესი სიყვარულით მიმიღეს და მერე ვეღარ დავაღწიე ამ სიყვარულს თავი.

- ახლა რა მდგომარეობაა ახალგაზრდა კადრების მხრივ?

- ვფიქრობ, მათი კიდევ უფრო მეტი წახალისებაა საჭირო, რაგდან დაინტერესდნენ ამ პროფესიით. ეტაპობრივად მიმდინაორებს ეს პროცესი და  ალბათ, მალე ისე დაფასდება მასწავლებლის პროფესია, როგორც იმსახურებს. ახლაგაზრდა კადრებს სისტემაში დაფუძნების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, რათა პროფესიული თვალსაზრისით თაობათა ღირსეული ცვლა მოხდეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება