სიახლეები
სკოლები

„ნინო ბავშვების თანამედროვეა, მორგებული თითოეული მოსწავლის საჭიროებებს და მისწრაფებებს“-გაიცანით, ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ჟვანია
30-07-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი საინტერესოდ და სიახლეებით აღსავსე მოვლენებით დასრულდა, რაც ნიჭიერი და წარმატებული პედაგოგების დიდი დამსახურებაა. სკოლა ამჯერად მის ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს, ნინო ჟვანიას გვაცნობს. 

ნინო ჟვანიას მოსწავლეების მიერ ჩაწერილი ვიდეოებიც ნათლად მეტყველებს, თუ როგორი საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები აქვთ ბავშვებს. პედაგოგის დამსახურებით მოსწავლეებისთვის გაკვეთილები მუდმივი ზეიმის მიზეზი ხდება.

ნინო ჟვანიას შესახებ, სკოლის დირექტორი, რუსუდან ჭეიშვილი დიდი სიყვარულით საუბრობს და მის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს გვიყვება:

„აქ წარმატებების სიუხვეა. საინტერესო, ქმედითი და სიახლეებით სავსე სასწავლო  წელი  ჰქონდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს, ნინო ჟვანიას. ხატოვანი და ემოციური ქალბატონი მოსწავლეებს არნახულად უხალისებს და უფერადებს ყველა დღეს. სიამაყე და აღტაცება, ნოვაციები, მოულოდნელობები,  მოსწავლეებთან მუშაობის  საოცარი ბედნიერება.
პედაგოგის წარმატებული პრაქტიკა საშუალებას აძლევს  ბავშვს, იყოს აქტიური და ქმედითი, უკეთ გაიაზროს  მიწოდებული მასალა,  გაიმდიდროს ფანტაზია, თვალსაწიერი, აღიქვას მშვენიერება როგორც ხელოვნებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, განივითაროს    შემოქმედებითი  უნარები, გაიგოს და დააფასოს როგორც ეროვნული, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები.

ნინო ბავშვების თანამედროვეა, მორგებული თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს. ნინოსთან სწავლება სასიამოვნოა იმიტომ, რომ  ყოველ დღეს სხვადასხვა გამოწვევა და განსხვავებული შედეგი მოაქვს, ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის. როგორც საკლასო, ისე ყოველდღიურ დისტანციურ ცხოვრებას აცოცხლებდა და ახალისებდა მუშაობის სხვადასხვა საინტერესო ფორმებით.

უშრეტად კრეატიული, მცოდნე, წარმატებული პრაქტიკის, მაღალი კატეგორიის მასწავლებლის გაკვეთილების მთელ მსვლელობაში ბედნიერების სრული კომპლექტია. მაღალი სტანდარტები, მოლოდინი და მომთხოვნელობა მოსწავლეების მიმართ. ინოვაციური და კრეატიული სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი აქტივობები, ინტერაქტიულ მეთოდებზე და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული შედეგები.

მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის პოტენციალი სრულად იყოს გამოვლენილი და განვითარებული, ამასთან, სწავლების პროცესი-სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო თითოეული მოსწავლისათვის. თანამშრომლობითი ჯგუფური მუშაობა, საკლასო დისკუსია, კვლევა, პროექტები, პრეზენტაციები, დებატები, როლური თამაშები-დინამიკური, სხვადასხვა საგანში მიღებული ურთიერდაკავშირებული ცოდნა, მიზნობრივი და რელევანტური შეფასების სისტემა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილედ ხდის. თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს, უზიარებენ საკუთარ აზრს, თანამშრომლობენ და ეხმარებიან ერთმანეთს, ივითარებენ კვლევა-ძიების, პრობლემური სიტუაციის გადაჭრის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარებს.

სწავლების ფორმის მეტად საინტერესო და მარტივად აღსაქმელად, განწყობის ეფექტურად შესაქმნელად, ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებლად, მიზნის მისაღწევად პედაგოგი მიზანმიმართულად მიმართავს  საინფორმაციო-ტექნოლოგიების პროფესიულ საქმიანობაზე მორგებას.
ნინო კოლეგიალურია, მუდმივი მზადყოფნაშია  თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის, რაც, თავის მხრივ, აუცილებელი წინაპირობაა როგორც თავად მისი, ასევე მისი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველსაყოფად. 

პედაგოგს მოსწავლეთა    კარიერული  წინსვლისა და ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად. მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია     ფორმალურთან ერთად არაფორმალური განათლების კომპონენტის არსებობა. სწავლისადმი ინტერესის გასაძლიერებლად ქალბატონ ნინოს  მიერ განხორციელებული   სასწავლო აქტივობები: ინტელექტუალური შეჯიბრებები, კონფერენციები, კვირეულები, თეატრალური საღამოები, შემეცნებითი ტურები, გამოფენები, ალბომები ზრდის მოსწავლეთა წარმატების მაჩვენებელს.

მომავლის დიდი გეგმები აქვს პედაგოგს. წინ სასიამოვნო და შემოქმედებითი სამუშაო პროცესი გველის“ - აღნიშნავს, რუსუდან ჭეიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:


იხილეთ ვიდეო






კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება