სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პედაგოგი სალომე კობერიძე, რომელიც მოსწავლეებს ისტორიას ქართულად და ინგლისურად ასწავლის
30-07-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მოსწავლეებს ყველა საგანს, მათ შორის ისტორიას ძალიან საინტერესოდ ასწავლიან.

ისტორიული მოვლენები მოსწავლეებს ხატოვნად და თავგადასავლებად ამახსოვრდებათ და ეს პედაგოგების დამსახურებაა.

ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ისტორიას ქართულად და ინგლისურად ასწავლის სალომე კობერიძეა. სალომემ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სწავლებამდე გზა საგანმანათლებლო აქტივობებით გაიარა. დაამთავრა ბათუმის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, სწავლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე და გახლავთ  ისტორიის მაგისტრი; 

სალომეს ასევე, გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადებისა და გადამზადების პროგრამა. მუდმივი განვითარების და პროგრესის მიზნით დოქტორანტურაში გააგრძელებს სწავლას.

უყვარს ბავშვები და მათთვის ცოდნის გაზიარება, თანაც ისე რომ არასოდეს დაავიწყდეთ. სწორედ ამიტომ მისი ყოველი გაკვეთილი ბავშვებისთვის ზეიმია.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი სალომე კობერიძეს საგანმანათლებლო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. მისი შრომით და ცოდნით უამრავი ღირსეული მოსწავლე გაიზრდება არამარტო სკოლის, არამედ ქვეყნის სასახელოდ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება