მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასაქმებულ პირთა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებთან ერთად ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს უნივერსიტეტებშიც, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა 60-70% უნდა აიცრას.
„ჩვენი სლოგანია „უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“. ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არამარტო მასწავლებელთა, მანდატურების, დამხმარე პერსონალის, ვინც სკოლებში არიან, 60-70% აუცილებლად აცრილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ის არავის ავალდებულებს, თუმცა ყველას მოუწოდებს ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, თუ აგვისტოში საქართველოში მილიონი ვაქცინა გაკეთდება, შესაძლებელი იქნება, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უსაფრთხო სკოლებში განახლდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება